ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი“
რეჟისორი კამერონ ქროუ
პროდიუსერი
  • ჯული იორნი
  • მარკ გორდონი
  • კამერონ ქროუ
სცენარის ავტორი
ეფუძნება ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი
— ბენჯამინ მი
როლებში
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 23 დეკემბერი, 2011 (2011-12-23)[1]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 50 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 120.1 მილიონი აშშ დოლარი[3]

ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი (ინგლ. We bought a Zoo) — ამერიკული კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია კამერონ ქროუ. დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და გადაღებულია ბენჯამინ მის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ფილმის დისტრიბუტორია 20th Century Fox.[4] პრემიერა შედგა 2011 წელს 23 დეკემბერს აშშ-ში.[1] მთავარ როლებს ასრულებენ მეტ დეიმონი და სკარლეტ იოჰანსონი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ორი შვილის მამა ბენჯამინ მი ცხოვრების რთული პერიოდის შემდეგ გადაწყვეტს იყიდოს ახალი სახლი. რამდენიმე ვარიანტის ნახვის შემდეგ, არჩევანს შეაჩერებს ერთ-ერთზე. თუმცა ვერც კი წარმოიდგენს, რომ ეს იქნება ნაბიჯი დიდი თავგადასავლისკენ. აღმოჩნდება, რომ ეს სახლი არის ზოოპარკი. ბენჯამინი გადაწყვეტს გარდაქმნას და განაახლოს ის, რათა ყველა მსურველს შეეძლოს ზოოპარკის მონახულება. მას ამაში დაეხმარება მისი ოჯახი და ახალი მეგობრები. მათ წინ დიდი გამოწვევები დგას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Kit, Borys. (2010-05-17) Cameron Crowe to direct 'Zoo'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 2011-09-27.
  2. Masters, Kim. (2011-11-22) Cameron Crowe Returns With 'We Bought a Zoo'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 2001-11-28.
  3. We Bought a Zoo. Box Office Mojo (2012). ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  4. Rich, Katey. (2010-05-17) Cameron Crowe Commits To We Bought A Zoo For Late 2011 Release. Cinema Blend. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-27. ციტირების თარიღი: 2010-10-29.