ჩარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  გოქშოსნაირნი
ოჯახი:  ადოქსასებრნი
გვარი:  Nitrosalsola
სახეობა:  ჩარანი
ლათინური სახელი
Nitrosalsola ericoides
(M. Bieb.) Theodorova, 2015
[1]
სინონიმები
  • Salsola ericoides M. Bieb.
  • Salsola caesia M. Bieb.
  • Halogeton georgicus Moq.

ჩარანი[2] (ლათ. Nitrosalsola ericoides) — ბუჩქი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 60 სმ-მდე აღწევს. ფერად ლეგაა, შემოდგომაზე შავდება, ახასიათებს ძლიერი დატოტვა; ნორჩი ყლორტები მოკლედაა შებუსვილი, უფრო ძველი ყლორტები შიშველია; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ხორცოვანი, ნახევრად ცილინდრული, ბლაგვი, მჯდომარე და შიშველია, დიდხანს რჩება ტოტებზე. ყვავილები თითო-თითოდაა განლაგებული თავთავისებურ ყვავილედებში, რომლებიც საერთო საგველაშია შეკრებილი; ყვავილსაფრის ნაკვთები შიშველი და ფართო სიფრიფანაკიდეებიანია, ახასიათებს მორუხო ფერის სიფრიფანა ფრთები. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ოქტომბერში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. საქართველოში გვხვდება კახეთსა და ქვემო ქართლში. იზრდება მლაშობ, ქვიან ადგილებში, დაბლობებში და მთის ქვედა სარტყელში.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Feodorova, T.A. (30 ოქტომბერი, 2015). „New nomenclatural combinations in Nitrosalsola (Chenopodiaceae)“. Ukrainian Botanical Journal. 72 (5): 443. doi:10.15407/ukrbotj72.05.442. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. მაყაშვილი ა., ჩარანი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  3. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 22.