ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია
იერსახე
ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Myrmecobius fasciatus (Waterhouse, 1836) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 14222 | |||||||||||||||
|
ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია (ლათ. Myrmecobius fasciatus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ორმჭრელი ჩანთოსნების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 27 სმ, კუდისა — 17 სმ, მასა 250 გ აღწევს. სხეულის შეფერილობა მორუხო ყავისფერია, ზურგზე თეთრი განივი ზოლები დასდევს. ფეხები მოყვითალო თეთრია. გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიაში. ცხოვრობს უდაბნოსა და ევკალიპტის ტყეებში. ერთადერთი სახეობა ჩანთოსნების რიგისა, რომელსაც ჩანთა არ აქვს. მრავლდება წელიწადში ერთხელ, შობს 4 ნაშიერს, რომლებიც პირველ ხანებში დედის ძუძუებზე არიან ჩამოკიდებული და მატყლში ჩამალული. შემდეგ დედას ისინი პატარა სოროში გადაჰყავს, სადაც მთავრდება მათი განვითარება. ძირითადად ტერმიტებით იკვებებიან. ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამიის რაოდენობა თანდათან კლებულობს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 80.