ჩათირდაღი
იერსახე
ჩათირდაღი (უკრ. Чатир-Даг, ყირიმ. Çatır Dağ) — პლატოსებრი მასივი ყირიმის მთებში, მთა ალუშტის ჩრდილო-დასავლეთით. სიმაღლე 1527 მ-მდე. აგებულია კირქვებით. განვითარებულია კარსტი. კალთები შემოსილია წიფლის, რცხილისა და ფიჭვის ტყით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 70.