ჩადის სამოქალაქო ომი (2005-2010)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩადის სამოქალაქო ომი
თარიღი 2005–2010
მდებარეობა ჩადი
Casus belli დარფურის კონფლიქტი
შედეგი სუდანმა და ჩადმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას
ტერიტორიული
ცვლილებები
სტატუს-კვო
მხარეები
ჩადის დროშა ჩადი,
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სუდანის დროშა სუდანი
დძგ
დანაკარგები
430 სამხედრო დაიღუპა 710 სამხედრო დაიღუპა
ჩადის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

ჩადის სამოქალაქო ომი დაიწყო დარფურის კონფლიქტის შედეგად, მას შემდეგ რაც საომარმა მოქმედებებმა გაიდაინაცვლეს ჩადის ტერიტორიაზე. ომში მონაწილეობდა როგორც სუდანის აჯანყებულთა დაჯგუფებები, ასევე ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ამავე დროს მრავალმა დაქირავებულმა შეაღწია დარფურში ჩადის ტერიტორიიდან.

კონფლიქტის მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუდანის მთავრობამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ჩადის აჯანყებულებს, რომლებმაც 2005 წლის დეკემბერში დაიკავეს სასაზღვრო ქალაქი ადრე. ჩადის პრეზიდენტმა ამავე დღეს ქვეყნის მოქალაქეებისადმი მიმართვის დროს განაცხადა, რომ დაიწყო ომი სუდანსა და ჩადს შორის. ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. აჯანყებულებმა სუდანელთა დახმარებით აიღეს დედაქალაქი ნჯამენა.[1]

ჩადის მთავრობამ უპასუხა დარფურის აჯანყებულების მხარდაჭერით. ამავე დროს ჩადის მებრძოლებმა მიაღწიეს წარმატებას ნჯამენასთან ბრძოლაში, რითაც ხელი შეუშალეს ხართუმის გეგმას მეზობელ სახელმწიფოში დაემყარებინა ლოიალური ხელისუფლება. ამასთანავე საფრანგეთმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი თავის ტრადიციულ მოკავშირეს და გააგზავნა სამხედრო დანაყოფები ჩადის ტერიტორიაზე აჯანყებულთა წინააღმდეგ დასახმარებლად.[1]

შედეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 15 იანვარს ჩადმა და სუდანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც დამთავრდა ხუთწლიანი ომი მეზობელ სახელმწიფოებს შორის. ჩადის პრეზიდენტი იდრის დები პირველად ეწვია ხართუმს ექვსწლიანი პაუზის შემდეგ.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Chad: Civil war, power struggle and imperialist interference. ციტირების თარიღი: 2011-07-07.
  2. World Report 2011: Chad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-06. ციტირების თარიღი: 2011-07-07.