ჩაბანოს პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩაბანოს ეკლესია.

ჩაბანოს პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბანოს სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შენობის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლები თითქმის მთლიანად დანგრეულია, ჩამოქცეულია კონქი და კამარა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები 2,3 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]