ჩაბანოს მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩაბანოს ეკლესია.

ჩაბანოს მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბანოს ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე, ტყიანი მთის ძირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და კამარის დასავლეთ ნახევარი, სამხრეთ კედლის პერანგი და კარის გადახურვა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთითაა. კონქის თაღი შეისრული ფორმისაა, მსგავსი ფორმისაა კამარაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]