ონოგურისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ონოგურისი — ისტორიული ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში. ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი არქეოპოლისის (ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია) მახლობლად. ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია. 554 წელს ონოგურისთან გაიმართა ბრძოლა ირანისა და ბიზანტიის ლაშქარს შორის (ონოგურისის ბრძოლა).

ნ. ბერძენიშვილის ვარაუდით ბიზანტიელი ისტორიკოსის აგათია სქოლასტიკოსის მიერ მოხსენიებული ონოგურისიც სოფ. ონოღია უნდა იყოს (,,ბანძაში ხომ არ იყო ის ციხე ონოგურისი-ონოღია???”-კითხულობდა მკვლევარი), თუმცა ონოღიის ტერიტორიაზე ადრეფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრის კვალი არ ჩანს.[1]

ონოგურისის ლოკალიზაციის საკითხს შეეხო სიმონ ყაუხჩიშვილიც. მისი ვარაუდით, ონოგურისი ცხენისწყლის დასავლეთით, არქეოპოლისის (ნოქალაქევი) მახლობლად, უნაგირას მთაზე უნდა ყოფილიყო აღმართული.[2]

პარმენ ზაქარაია ,,ონოგურისად’’ ბჟერის (ისტორიული წყაროების უნაგირა) მთაზე, ნოქალაქევის ,,საკონტროლო ზონაში’’ აგებულ აბედათის ციხესიმაგრეს მიიჩნევდა და IV-VI საუკუნეებით ათარიღებდა.[3][4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ.,ქსე, ტ. 7, გვ. 536, თბ., 1984

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბერძენიშვილი ნ., ტ. VIII, თბ., 1975, გვ.462
  2. ყაუხჩიშვილი, III, 1936, გვ. 39-41
  3. ზაქარაია პ. კაპანაძე თ. ციხე-გოჯი, არქეოპოლისი-ნოქალაქევი. ხუროთმოძღვრება.-თბ.,1991, გვ.128-129, 134
  4. ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქები და ციხე-სიმაგრეები. აბედათი(ონოგურისი) //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.79-82