შუშანი
იერსახე
შუშანი — „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, წმინდა მოწამე არჩილის უმცროსი ქალიშვილი; იოვანესა და ჯუანშერის და.
არჩილის სიკვდილის შემდეგ ჯუანშერთან ერთად კახეთში ცხოვრობდა. მის ხელს ითხოვდა ხაზართა ხაკანი და სანაცვლოდ ქართველებს არაბთა წინააღმდეგ დახმარებას აღუთქვამდა, თუმცა უარი მიიღო. ხაზართა ლაშქარი ბლუჩანის სარდლობით კახეთს შეესია, დაატყვევა ჯუანშერი და შუშანი და ტფილისი დაარბია. ხაზარეთის გზაზე, დარიალთან, შუშანმა ბეჭდის თვალში დამალული საწამლავით დაასრულა სიცოცხლე. ხაკანმა ქალის გარეშე დაბრუნებული ბლუჩანი სიკვდილით დასაჯა, ხოლო ჯუანშერი შვიწლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 253-254