შინაარსზე გადასვლა

შორქოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შორქოლი
კოორდინატები: 38°27′10″ ჩ. გ. 74°08′21″ ა. გ. / 38.45278° ჩ. გ. 74.13917° ა. გ. / 38.45278; 74.13917
მდებარეობა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ტერიტორიული ერთეული მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 3782 
ფართობი 14 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 2,5 
შორქოლი — ტაჯიკეთი
შორქოლი

შორქოლი (ტაჯ. Шоркӯл) — მაღალმთიანი ტბა ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში. მდებარეობს სარიქოლის ქედის სამხრეთ კალთებზე, ფართო გაუდინარ ქვაბულში, ზღვის დონიდან 3782 მ სიმაღლეზე.[1] ვიწრო, 9 კმ სიგრძის უზიუქდარიის ფშანით უკავშირდება რანგქოლის ტბას.[2] ზედაპირის ფართობი 14 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2,5 მ. საზრდოობს მდნარი თოვლისა და მყინვარების წყლით. წყალი სუსტად თბება. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების გამო, რომელიც დაკავშირებულია მყინვარების დნობასთან, ტბა თითქმის მთლიანად გაშრა. ტბასთან ახლოს გადის საავტომობილო გზა სოფელ რანგქოლთან.[3]

  1. Краткая географическая энциклопедия, Том 4/Гл.ред. Григорьев А. А. М.:Советская энциклопедия — 1964, 448 с. с илл., 10 л. карт
  2. Таджикистан (Природа и природные ресурсы) Душанбе, Дониш, 1982, стр. 262—263
  3. Шоркуль озеро. Поездки на горные озера Памира в Таджикистане.