რანგქოლი
იერსახე
რანგქოლი | |
---|---|
ტბა რანგქოლი | |
კოორდინატები: 38°28′42″ ჩ. გ. 74°15′06″ ა. გ. / 38.47833° ჩ. გ. 74.25167° ა. გ. | |
მდებარეობა | ტაჯიკეთი |
ტერიტორიული ერთეული | მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 3784 მ |
სიგრძე | 5,7 კმ |
სიგანე | 2,3 კმ |
აუზის ფართობი | 1980 კმ² |
რანგქოლი (ტაჯ. Рангкӯл) — მაღალმთიანი ტბა ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში. გაწოლილია პამირში, სარიქოლის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 3784 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 7,8 კმ², აუზის ფართობი 1980 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2,5 მ. უკავია ვრცელი გაუდინარი ქვაბული. ნაპირები ბრტყელია, ადგილ-ადგილ დაჭაობებული. წყალი ხან მტკნარია, ხან მარილიანი.[2] უზიუქ-დარიის ფშანით უკავშირდება დასავლეთით მდებარე შორქოლის ტბას. საზრდოობს მდნარი თოვლისა და მყინვარული წყლით. წყალი სუსტად თბება. სექტემბრის ბოლოს წარმოიქმნება ყინულნაპირისი. კუნძულებზე გვხვდება გარეული ბატების კოლონიები; მოიპოვება ოსმანი. ტბის სიახლოვესაა ამავე სახელწოდების დასახლება და მურღაბზე მიმავალი გზა. ტბის სამხრეთით, მთებში არის პუტნიკოვის მღვიმე.[3]