შოროპანის სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შორაპანის სკოლა — არქიტექტურული ძეგლი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, დაბა შორაპანში. სკოლა რკინიგზის თანამშრომელთა საცხოვრებელ უბანშია და 1909 წლით თარიღდება, თუმცა უცნობია ვინ იყო შენობის არქიტექტორი. ის სადგურის სიახლოვესაა, შენარჩუნებული აქვს პირვანდელი გეგმარება. ეს უბანი აერთიანებს არა მარტო საცხოვრებელ შენობებს, არამედ გააჩნია დასახლების ავტონომიური ფუნქციონირებისთვის საჭირო საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები. დასახლებაში განთავსებულია სკოლა, მცირე ზომის ამბულატორია, საბავშვო ბაღი და დრამწრის შენობა. საცხოვრებელი ორსართულიანი კორპუსები XIX საუკუნის მიწურულს რკინიგზის მომსახურე პერსონალისთვის აშენდა. შენობები საერთო მხატვრული სტილისტიკით არის აგებული, თუმცა, ერთმანეთისაგან ცალკეული მოცულობითი და დეკორატიული დეტალების გადაწყვეტით განსხვავდებიან. სკოლა ორსართულიანია, მისი ცენტრალური ფასადი ერთნაირი დინამიკით არის გაკეთებული. ვერტიკალური რიზალიტი სკოლის ფასადს ერთგვარ სიმეტრიას ანიჭებს. პირველ სართულზე ფასადის დეკორატიული დამუშავება მეტად ინტესნიურია, ზედა სართულზე ის ნელდება. შენობის ზედა სართულზე თაღოვანი სარმლები მთავრდება, ქვედა სართულზე მრუდხაზოვანი ღიობები გხვდება. შენობის ფასადს ძირითად ლაითმოტივად გასდევს ფასადის მხატვრული გამომსახველობა, რომელიც აგურში გამოყვანილი დეკორატიული რუსტია. სკოლას აქვს ლითინოს შებერილმუცლიანი შეკიდული აივნები. ამჟამად შენობის სადარბაზოს ინტერიერში დეკორატიული ფილებია შემორჩენილი. ერთ-ერთ ოთახში განთავსებულია საკმაოდ დიდი ზომის კედლის ღუმელი. შენობის უკანა ნაწილი, როგორც ჩანს გვიან არის მიშენებული. ნაგებობის საერთო სტილისტიკა ეკლექტურია, ევროპული ხუროთმოძღვრული სტილის გავლენა აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 37132