შონ ესთინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შონ ესთინი
Sean Astin by Gage Skidmore.jpg
მშობლიური სახელი Sean Patrick Astin
დაბადების სახელი შონ პატრიკ დიუკი
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1971 წელი
სანტა-მონიკა, კალიფორნია; აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა მსახიობი, გამხმოვანებელი, რეჟისორი, პროდიუსერი
აქტიური 1980-დან- დღემდე
მეუღლე(ები)

კრისტინ ჰარელი


(დაქ. 1992)
შვილ(ებ)ი 3

შონ პატრიკ ესტინი (დაბადების სახელი: დიუკი; დ. 25 თებერვალი, 1971) — ამერიკელი მსახიობი, გამხმოვანებელი, რეჟისორი და პროდიუსერი. მისი სამსახიობო როლებიდან გამორჩეულია სემუაიზ გემჯის როლი ბეჭდების მბრძანებელი ტრილოგიაში (2001-2003), ასევე მაიკი ვალშის როლი ფილმში პატარა ხულიგნები და მეკობრეების ოქრო (1985), დანიელ რუტიგერის როლი ფილმში რუდი (1993), დოუგ ვაითმორი 50 პირველი პაემანი (2004), ბილი ფილმში დაწკაპუნება ( 2006), ლაინ მაკგილი 24-ის (2006) მე-5 სეზონში, ოსო სპეციალური აგენტი ოსო-ში (2009-2012 წლები), და ბობ ნიუბაი უცნაური ამბების (2017, 2019) მეორე და მესამე სეზონებში. [1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტინი დაიბადა კალიფორნიის შტატში, სანტა მონიკაში, მსახიობი პეტი დუკის (1946–2016) და მაიკლ ტელის ოჯახში. [2] [3] [4] იმ დროს შეცდომით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ბიოლოგიური მამა დესი არნაზ უმცროსი იყო. იმ პერიოდში დიუკს ასევე ჰქონდა ურთიერთობა მაიკლ ტელთან, მწერალთან, მუსიკის პრომოუტერთან და გაზეთ The Las Vegas Israelite- ის გამომცემელთან . როდესაც დიუკი დაფეხმძიმდა, იგი არ იყო დარწმუნებული არნაზი იყო თუ ტელი მამა, ამიტომ ტელმა შესთავაზა მასზე დაქორწინება, როგორც სკანდალიდან თავის დაღწევის საშულაება. ქორწინება მხოლოდ 13 დღე გაგრძელდა. ისინი 1970 წელს, ესტინის დაბადებამდე დასრულდა.[5][6][7]

1972 წლის 5 აგვისტოს დიუკი დაქორწინდა მსახიობ ჯონ ასტინზე, ორი წლის ურთიერთობის შემდეგ. მოგვიანებით ესტინმა შონი იშვილა. 1973 წელს დიუკს შეეძინა ასტინის ძმა, მაკენზი ასტინი, რომელიც ასევე მსახიობი გახდა. დიუკი და ჯონ ასტინი დაშორდნენ 1985 წელს. [8] დიუკი მაიკ პირსზე დაქორწინდა 1986 წელს[9]. 1989 წელს წყვილმა ბიჭი სახელად კევინი იშვილეს.

როდესაც ესტინი 14 წლის გახდა, დიუკმა უთხრა, რომ არნაზი იყო მისი მამა. შონმა დაიწყო თავისი ბიოლოგიური მამის შესახებ სიმართლის გარკვევა, ჩაიტარა ტესტები, რამაც დაამტკიცა, რომ მამამისი ტელი იყო.[10]ესტინი ინარჩუნებდა ახლო ურთიერთობას სამივესთან და ამბობდა: ,,დეზი არნაზ უმცროსს ვუყვარვარ, მე კი ის მიყვარს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ... მეცნიერება მეუბნება... რომ ის ჩემი ბიოლოგიური მამა არ არის. მეცნიერება მეუბნება, რომ მაიკ ტელი არის ”. ესტინს ჯონი მამამისად მიაჩნია, რადგან ის ჯონმა აღზარდა. ასტინი ასევე ახლოს არის მამინაცვალთან, მაიკ პირსთან და ამბობს, რომ ოთხი მამა ჰყავს.[11]

ესტინი დედის მხრიდან გერმანელი და ირლანდიელი წარმოშობისაა, ავსტრიელ-ებრაელი და პოლონელ-ებრაელი კი ბიოლოგიური მამის მხრიდან. [12] [13] [14] იგი კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი პროტესტანტი გახდა. [15]

ესტინი სწავლობდა ჯვაროსანთა ხელოვნების საშუალო სკოლაში და ასევე დადიოდა ლოს ანჯელესის სტელა ადლერის კონსერვატორიაში . მან დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიისა და ინგლისურის ბაკალავრის ხარისხი (ამერიკული ლიტერატურა და კულტურა). ლოს-ანჯელესის კოლეჯის კურსდამთავრებული ესტინი იყო სკოლის დირექტორთა საბჭოს მფარველთა ასოციაციისა და სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში . [16]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტინმა კრისტინ ჰარელზე იქორწინა 1992 წლის 11 ივლისს. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ: ალექსანდრა (დაიბადა 1996 წლის 27 ნოემბერს), ელიზაბეტი (დაიბადა 2002 წლის 6 აგვისტოს) და იზაბელას (დაიბადა 2005 წლის 22 ივლისს), რომელთა გვარი ლუიზაა.[17]მი სმა მეუღლემ თინეიჯერი მის ინდიანას ტიტული მიიღო 1984 წელს. [18] ალექსანდრას ჰქონდა მცირე როლი როლი ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნებაში, როგორც ელანორ გამჯი, ასტინის პერსონაჟის ქალიშვილი. მან მონაწილეობა მიიღო ფილში კრესტვიუს აკადემიის ცუდი ბავშვები, სადაც გამოდის ეთელ ბალდიჩის როლში.

შონ ასტინი 1990-იან წლებში

ასტინს ტერფზე აქვს ტატუ, სადაც აწერია ,,ცხრა". ის დაწერილია თენგვარის დამწერლობით, რაც მისთვის ბეჭდების მბრძანებელთან და ბეჭდის საძმოში ყოფნასთან ასოცირდება. იდენტური ტატუ აქვს ბეჭდის საძმოს ცხრა მსახიობიდან რვასაც ( ელაიჯ ვუდი, შონ ბინი, ბილი ბოიდი, იან მაკკელენი, დომინიკ მონაჰენი, ვიგო მორტენსენი და ორლანდო ბლუმი). ტატუ აქვს გიმლის როლის შემსრულებლის დუბლიორ ბრეტ ბეტისაც.[19]

2013 წლის აგვისტოს ინტერვიუში ესტინმა თქვა, რომ ის ლუთერანელი იყო და ის მონათლეს ცოლის ლუთერანულ ეკლესიაში. [15]

2015 წლის 10 ოქტომბერს ასტინმა მონაწილეობა მიიღო 2015 წლის რკინის კაცის მსოფლიო ჩემპიონატზე კაილუა კონაში, ჰავაი. ის მონაწილეობას 143-ე ნომრით ღებდა და რბოლა 15:30:31-ში დაასრულა. [20]

პოლიტიკური მხარდაჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ასტინმა მხარი დაუჭირა სენატორ ჯონ კერის და მონაწილეობა მიიღო კერის კამპანიის მიტინგზე პორტლენდში, ორეგონი. [21]

იმ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ესტინმა მხარი დაუჭირა სენატორ ჰილარი კლინტონს. ის მონაწილეობას იღებდა მის წინასაარჩევნო კამპანიებშიც.[22]

ასტინი მსახურობდა დემოკრატ დენ ადლერის, გასართობი ინდუსტრიის ბიზნესმენ მეგობარ კამპანიის მენეჯერად, კალიფორნიის 36-ე კონგრესის ოლქის საგანგებო არჩევნებზე, 2011 წელს .

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ესტინმა მოაწყო კამპანია ჰილარი კლინტონისთვის შუადასავლეთის შტატებში, როგორიცაა აიოვა, ნებრასკა და ვისკონსინი . [23]

2020 წლის ტვიტერის პოსტში ასტინმა გამოხატა მხარდაჭერა დემოკრატების კანდიდატის ჯო ბაიდენის მიმართ.[24]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება როლი
1985 პატარა ხულიგნები და მეკობრეების ოქრო მაიკი ვალში
1987 როგორც მამა ისე შვილი კლარენსი / ტრიგერი
1987 თეთრი წყლის ზაფხული ალანი
1989 ვარდების ომი ჯოშ როუზი
1989 ერთად დგომა დუნკან მაკდერმოტი
1990 მამფისის ლამაზმანები სერჟანტი რიჩარდ მური
1991 თოჯინების ჯარისკაცები უილიამ ტეპერი
1991 ნებისყოფა მაიკლო
1992 დღე ანგელოზების ქალაქში გრეგი
1992 გაყინული კალიფორნიელი დეივ მორგანი
1993 რუდი დანიელ რუტიგერი
1994 უსაფრთხო გასასვლელი იზი სინგერი
1995 ჰარისონ ბერჯერონი ჰარისონ ბერჯერონი
1996 სიმამაცე ბრძოლაში პატელა
1998 ბიჭი ხვდება გოგოს მაიკი
1998 ბულვორდი გარი
1999 შეკავება რალფი
1999 კიმბერლი ბობი
2000 დიშ დოგსი მორგანი
2000 ბოლო პროდიუსერი ბო პომერანცი
2000 ყინულის მტეხავი მატ ფოსტერი
2000 ცა ჩამოწვა მისტერ შვერცი
2001 ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო სემუაიზ გემჯი
2002 ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი სემუაიზ გემჯი
2000 თოვლის ძაღლები ჩინუკი გახმოვანება
2003 ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (საუნდტრეკი) სემუაიზ გემჯი
2004 ბალტო III კოდი გახმოვანება
2004 ელვისი შენობას ტოვებს აარონი
2004 50 პირველი პაემანი დოუგ ვაითმორი
2005 ღიმილი მაიკ მათიუსი
2005 ცაზე დიდი კენ ზორბელი
2005 სლიფსტრიმი სტიუარტ ქონვეი
2005 შიშის ზღვარზე რანდალი
2005 მადლობა გრავიტაციისთვის კოუჩ ამალი
2006 ის რაც სიყვარულია ჯორჯი
2006 ასტერიქსი და ვიკინგები ჯასტფორკიქსი
2006 დაწკაპუნება ბილი
2007 საბოლოო სეზონი კენტ სტოკი
2007 ჩემი ცოლი ჩამორჩენილია ჯეფი მოკლემეტრაჟიანი ფილმი
2008 ყოველთვის ძლიერი მარკუსი
2008 ტყის სული ფიური გახმოვანება
2012 ბობათონი[25] ტაკინ მასტუჰმიკი თრეილერი
2014 დედების დასვენების ღამე შონი[26][27]
2014 რიბიტი რიბიტი გახმოვანება
2014 ქალაქის ფერის გმირი ჰორატიო გახმოვანება
2015 გჯერა? დოქტორი ფარელი
2015 ვუდლონი ჰანკი
2015 ქიში და შამათი დაისონი
2016 ხელმეორედ თედ-ო
2016 დიაპაზონი 15 გრიგსბი
2016 აწყვეტილი კარლი
2017 კერსტვიუს აკადემიის ცუდი ბავშვები ნაში
2017 მკვდარი ჭიანჭველა არტი
2017 ჯაშუშობა სემ ჯეიკობსონი
2017 ლირი ტომ კორნვალი
2018 გლორია ბელი ჯერემი
2020 უარყოფითი ფრანკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Otterson, Joe (June 7, 2018). „Sean Astin Talks 'Stranger Things': 'Bob Newby Was Tailor-Made for Me'. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2018. ციტირების თარიღი: December 30, 2018.
  2. „Astin, Sean (Patrick)“. Astin, Sean (Patrick). http://www.encyclopedia.com/article-1G2-3448800020/astin-sean-patrick-1971.html. წაკითხვის თარიღი: March 15, 2015.
  3. Personal Biography. ციტირების თარიღი: March 15, 2015
  4. Sean Astin profile. ციტირების თარიღი: March 15, 2015
  5. „Sean Astin's childhood with Patty Duke“. ABC News. July 31, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2017. ციტირების თარიღი: May 20, 2017.
  6. Sean Astin Q&A at GenCon 2003 (August 1, 2003). ციტირების თარიღი: December 13, 2006
  7. Barrett, Victoria (December 19, 2003). „I don't want to play the fat guy or the friend all my life“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 28, 2006. ციტირების თარიღი: February 24, 2020.
  8. Patty Duke Biography. Biography channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 31, 2015. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2020. ციტირების თარიღი: March 15, 2015
  9. „Sean Astin's childhood with Patty Duke“. ABC News. July 31, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2017. ციტირების თარიღი: May 20, 2017.
  10. Dam, Julie K.L; Jordan, Julie (January 14, 2002). „Hobbit Forming“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2016. ციტირების თარიღი: February 24, 2020. ციტატა: „DNA tests ... proved Tell to be his father.“
  11. „Sean Astin's childhood with Patty Duke“. ABC News. July 31, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2017. ციტირების თარიღი: May 20, 2017.
  12. Sean Astin Q&A at GenCon 2003. ციტირების თარიღი: May 28, 2012
  13. Heritage of Michael Tell. ციტირების თარიღი: February 21, 2014
  14. Heritage of Beatrice Goldstein (Michael Tell's mother). ციტირების თარიღი: October 18, 2017
  15. 15.0 15.1 Sean Astin talks about his eclectic faith journey, his love of animals and his role in an upcoming Christian comedy from the Erwin Brothers. ციტირების თარიღი: January 30, 2014
  16. Sean Astin '97. ციტირების თარიღი: 2016-03-28
  17. "Personal Biography" დაარქივებული March 15, 2015, საიტზე Wayback Machine. , seanastin.com; retrieved December 26, 2016.
  18. Past Titleholders: Miss Indiana Teen USA. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 12, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2020. ციტირების თარიღი: May 20, 2017
  19. The Matching Tattoos of 'the Lord of the Rings' Cast. ციტირების თარიღი: August 11, 2017
  20. IRONMAN World Championship Results. World Triathlon Corporation (October 10, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 13, 2016. ციტირების თარიღი: March 29, 2016.
  21. Calisuri and Corvar and Arathorn. (May 17, 2004) Sean Astin at Portland, OR Rally for John Kerry. TheOneRing.net. ციტირების თარიღი: May 20, 2017
  22. „Chelsea Clinton, 'Rudy' start to stump at IU“. Indiana Daily Student. March 24, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 15, 2008. ციტირების თარიღი: March 28, 2008. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  23. Weis. Hobbit Star Stumps for Clinton. ციტირების თარიღი: August 5, 2016
  24. SeanAstin. (October 22, 2020) Go get 'em @JoeBiden. ციტირების თარიღი: October 30, 2020
  25. Astin, Sean. (March 6, 2012) Boobathon Trailer with Sean Astin. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2019. ციტირების თარიღი: March 6, 2019.
  26. Law, Jeannie (January 21, 2014). 'Moms' Night Out' Movie Featuring Patricia Heaton, Sean Astin, and Sarah Drew Portrays 'Christians in a Positive Light'. BREATHEcast. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 2, 2014. ციტირების თარიღი: January 30, 2014.
  27. „Erwin Brothers Wrap Filming On Family Comedy 'MOMS' NIGHT OUT' (პრეს-რელიზი). Sony Pictures. PR Newswire. June 24, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2014. ციტირების თარიღი: January 31, 2014. ციტატა: „... a wife and her husband, played by Grey's Anatomy's Sarah Drew as Allyson and Sean Astin as Sean“