უცნაური ამბები
უცნაური ამბები | |
---|---|
![]() სერიალის შესავალი | |
ჟანრი |
|
ავტორი | ძმეფი დაფერები |
მონაწილეობენ | |
კომპოზიტორი |
|
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 2 |
ეპიზოდი | 17 (ეპიზოდების სია) |
კომპანია | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
ადგილ(ებ)ი | ჯექსონი, ჯორჯია |
ოპერატორი |
|
ხანგრძლივობა | 42–55 წთ. |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Netflix |
ეთერი | |
ჩვენების ფორმატი | |
პირველად ეთერში | ივლისი 15, 2016 |
უკანასკნელად ეთერში | დღემდე |
საიტი | netflix.com/title/80057281 |
„უცნაური ამბები“ (ინგლ. Stranger Things) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებთა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, რომელიც სცენარის ავტორები, რეჟისორები და თანაპროდიუსერები არიან ძმები დაფერები, შოუნ ლევისთან და დენ კოენთან ერთად. როლებს სერიალში ასრულებენ უაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ფინ ვულფჰარდი, მილი ბობი ბრაუნი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაფლინი, ნატალია დაიერი, ჩარლი ჰიტონი, კარა ბუონო და მეთიუ მოდაინი, ნოა შნაპის და ჯო კირის რამდენიმე ეპიზოდში თანამონაწილეობით. სერიალის მეორე სეზონში უკანასკნელები უფრო ხშირად გამოჩნდებიან, სეიდი სინკის და დეკრ მონტგომერის თანამონაწილეობასთან ერთად.
სერიალის მოქმედება მიმდინარეობს აშშ-ის შტატ ინდიანას გამოგონილ ქალაქ ჰოუკინზში, 1980-იანებში. პირველ სეზონში ბიჭუნები იძიებენ მეგობრის გაუჩინარებას. წამყვან როლს მის პოვნაში ასრულებს გოგონა ზებუნებრივი თვისებებით. მეორე სეზონის მოქმედება მიმდინარეობს ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ. მასში ასახული იქნება, თუ როგორ ცდილობენ პერსონაჟები, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამ სეზონის გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2016 წლის 31 აგვისტოს. მისი პრემიერა გაიმართა 2017 წლის 31 ოქტომბერს.
ძმები დაფერების ჩანაფიქრით, უცნაური ამბები უნდა ყოფილიყო დეტექტიური ჟანრის სერიალი, ზებუნებრივი ელემენტებით, ბავშვების მიამიტი აღქმით, როგორც მიძღვნა 1980-იანების პოპულარული კულტურისადმი. რამდენიმე თემა და რეჟისორული ასპექტი შთაგონებულია სტივენ სპილბერგის, ჯონ კარპენტერისა და სტივენ კინგის შემოქმედებით.
სერიალი Netflix-ზე, 2016 წლის 15 ივლისს გამოვიდა. კრიტიკოსებმა აღიარეს მისი პერსონაჟების დეტალიზაცია, რიტმი, ატმოსფერო, მსახიობების თამაში, საუნდტრეკი, რეჟისურა, 1980-იანების ფილმებისადმი პატივისცემა. სერიალს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის — მსახიობთა გილდიის ჯილდო დრამატულ სერიალში მსახიობთა გუნდისთვის.
2016 წლის 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სერიალი დაბრუნდებოდა კიდევ ცხრა ეპიზოდით. მეორე სეზონი გამოვიდა 2017 წლის 27 ოქტომბერს. მას მოჰყვა მესამე.
სექციების სია
იდეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სერიალის მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ ქალაქ ჰოუკინზში (ინდიანას შტატი, აშშ). ახლოს მდებარე ჰოუკინზის ეროვნული ლაბორატორია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისთვის ატარებს სამეცნიერო კვლევებს, მაგრამ ამავე დროს — საიდუმლო ექსპერიმენტებს პარანორმალურ და ზებუნებრივ სფეროებში, ადამიანებზე ცდებით, რაც იწვევს ჰოუკინზის მაცხოვრებელთა ჩართვას შემდგომ განვითარებულ მოვლენებში.[1][2]
ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი 1 (2016)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# ჯამში | # სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური გამოსვლის თარიღი |
---|---|---|---|---|---|
1 | 1 | „Chapter One: The Vanishing of Will Byers“ | ძმები დაფერები | ძმები დაფერები | ივლისი 15, 2016 |
2 | 2 | „Chapter Two: The Weirdo on Maple Street“ | ძმები დაფერები | ძმები დაფერები | ივლისი 15, 2016 |
3 | 3 | „Chapter Three: Holly, Jolly“ | შოუნ ლევი | ჯესიკა მეკლენბერგი | ივლისი 15, 2016 |
4 | 4 | „Chapter Four: The Body“ | შოუნ ლევი | ჯასტინ დობლი | ივლისი 15, 2016 |
5 | 5 | „Chapter Five: The Flea and the Acrobat“ | ძმები დაფერები | ელისონ ტეტლოკი | ივლისი 15, 2016 |
6 | 6 | „Chapter Six: The Monster“ | ძმები დაფერები | ჯესი ნიკსონ-ლოპესი | ივლისი 15, 2016 |
7 | 7 | „Chapter Seven: The Bathtub“ | ძმები დაფერები | ჯასტინ დობლი | ივლისი 15, 2016 |
8 | 8 | „Chapter Eight: The Upside Down“ | ძმები დაფერები | ამბავი: პოლ დიხტერი ტელედადგმა: ძმები დაფერები | ივლისი 15, 2016 |
სეზონი 2 (2017)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# ჯამში | # სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური გამოსვლის თარიღი |
---|---|---|---|---|---|
9 | 1 | „Chapter One: MADMAX“ | ძმები დაფერები | ძმები დაფერები | ოქტომბერი 27, 2017 |
10 | 2 | „Chapter Two: Trick or Treat, Freak“ | ძმები დაფერები | ძმები დაფერები | ოქტომბერი 27, 2017 |
11 | 3 | „Chapter Three: The Pollywog“ | შოუნ ლევი | ჯასტინ დობლი | ოქტომბერი 27, 2017 |
12 | 4 | „Chapter Four: Will the Wise“ | შოუნ ლევი | პოლ დიხტერი | ოქტომბერი 27, 2017 |
13 | 5 | „Chapter Five: Dig Dug“ | ენდრიუ სტენტონი | ჯესი ნიკსონ-ლოპესი | ოქტომბერი 27, 2017 |
14 | 6 | „Chapter Six: The Spy“ | ენდრიუ სტენტონი | კეიტ ტრეფი | ოქტომბერი 27, 2017 |
15 | 7 | „Chapter Seven: The Lost Sister“ | რებეკა თომასი | ჯასტინ დობლი | ოქტომბერი 27, 2017 |
16 | 8 | „Chapter Eight: The Mind Flayer“ | ძმები დაფერები | ძმები დაფერები | ოქტომბერი 27, 2017 |
17 | 9 | „Chapter Nine: The Gate“ | ძმები დაფერები | ძმები დაფერები | ოქტომბერი 27, 2017 |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- „უცნაური ამბები“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „უცნაური ამბები“ საიტზე TV.com
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Ho, Rodney. “New Netflix drama series Stranger Things to shoot in Atlanta“, July 19, 2016. წაკითხვის თარიღი: January 27, 2016.
- ↑ Netflix to premiere original series Montauk in 2016. Reuters (April 2, 2015). წაკითხვის თარიღი: April 3, 2015.