ჯემალ გახოკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემალ გახოკიძე
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 1997 – 9 თებერვალი, 1998
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიშოთა კვირაია
მემკვიდრევახტანგ ქუთათელაძე

დაბადებული11 სექტემბერი, 1950
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი4 მარტი, 2024 (73 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წოდებაგენერალ-ლეიტენანტი
პროფესიაიურისტი
ჯილდოებივახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი

ჯემალ ვლადიმერის ძე გახოკიძე (დ. 11 სექტემბერი, 1950, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 4 მარტი, 2024) — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 1997 წლის 30 ივნისიდან1998 წლის 9 თებერვლამდე, გენერალ-ლეიტენანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯემალ გახოკიძე დაიბადა 1950 წლის 11 სექტემბერს თბილისში. 1967 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-16 საშუალო სკოლა. 1967-1972 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა სამართალმცოდნის სპეციალობით.

1967 წლის 26 სექტემბრიდან 1968 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს სსრ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს დაცვის განყოფილების I ქვეგანყოფილებაში, 1972 წლის 8 დეკემბრიდან 1973 წლის 6 ნოემბრამდე — საქართველოს შსს საგამოძიებო სამმართველოს I განყოფილებაში გამომძიებლად, 1973 წლის 6 ნოემბრიდან 1975 წლის 23 სექტემბრამდე — შსს საგამოძიებო სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების განყოფილებაში გამომძიებლად სისხლის სამართლის სამძებროს ხაზით, 1975 წლის 23 სექტემბრიდან 1976 წლის 6 მარტამდე — შსს საგამოძიებო სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების განყოფილებაში უფროს გამომძიებლად სოცსაკუთრების დატაცების წინააღმდეგ ბრძოლის ხაზით, 1976 წლის 6 მარტიდან 22 სექტემბრამდე — შსს საგამოძიებო სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების განყოფილებაში უფროს გამომძიებლად სისხლის სამართლის სამძებროს ხაზით, 1976 წლის 22 სექტემბრიდან 1979 წლის 30 ივნისამდე — შსს საგამოძიებო სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად სისხლის სამართლის სამძებროს ხაზით, 1979 წლის 30 ივნისიდან 1980 წლის 1 ივლისამდე — შსს საგამოძიებო სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების განყოფილების უფროსის მოადგილედ სისხლის სამართლის სამძებროს ხაზით, 1980 წლის 1 ივლისიდან 1982 წლის 17 აგვისტომდე იყო სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მსმენელი. 1982 წლის 17 აგვისტოდან 1983 წლის 14 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ შსს საგამოძიებო სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების განყოფილების უფროსად სოცსაკუთრების დატაცების წინააღმდეგ ბრძოლის ხაზით, 1983 წლის 14 ივნისიდან 1985 წლის 16 მაისამდე — თბილისის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსად, 1985 წლის 16 მაისიდან 1 ოქტომბრამდე — საქართველოს შსს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1985 წლის 16 მაისიდან 1989 წლის 17 აგვისტომდე — საქართველოს შსს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილედ — საგამოძიებო ნაწილის უფროსად, 1989 წლის 17 აგვისტოდან 1992 წლის 29 თებერვლამდე — საქართველოს შსს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1991 წლის 27 ივნისიდან შეთავსებით მუშაობდა თბილისის მილიციის სკოლის მასწავლებლად. 1992 წლის 29 თებერვლიდან 8 ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის შსს საგამოძიებო სამმართველოს უფროსად, 1992 წლის 8 ოქტომბრიდან 1994 წლის 8 აპრილამდე — შსს გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსად, 1994 წლის 8 აპრილიდან 1995 წლის 26 დეკემბრამდე — შსს მინისტრის მოადგილედ და ამავე დროს საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარედ, 1995 წლის 26 დეკემბრიდან 1996 წლის 31 მაისამდე — საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1996 წლის 31 მაისიდან დაევალა საპარლამენტო მდივნის ფუნქციის შესრულება. 1997 წლის 4 აპრილიდან 5 ივლისამდე იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, ამავე წლის 6 ივლისიდან 19 სექტემბრამდე კი — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. 1997 წლის 19 სექტემბრიდან 1998 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ.

1995 წლიდან არის იურისტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, ასევე სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ავტორია წიგნისა „ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი პრობლემები“ (2007 წ.).

მიღებული აქვს III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენი (29.11.1995) და 5 მედალი. ორგანოებში მუშაობის პერიოდში 40-ჯერ იქნა წახალისებული.

სპეციალური წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეიტენანტი (27.01.1972),
  • მილიციის ლეიტენანტი (03.08.1973),
  • მილიციის უფროსი ლეიტენანტი (30.09.1975),
  • მილიციის კაპიტანი (31.10.1978),
  • მილიციის მაიორი (30.06.1982),
  • მილიციის პოდპოლკოვნიკი (25.07.1986),
  • მილიციის პოლკოვნიკი (20.08.1990),
  • პოლიციის პოლკოვნიკი (15.10.1992),
  • პოლიციის გენერალ-მაიორი (15.06.1994),
  • გენერალ-ლეიტენანტი (02.12.1997).

გამოცემები და პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიღებული აქვს მონაწილეობა სამიტებში და 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 5 სახელმძღვანელოსა და 2 მონოგრაფიის ავტორი.
  • არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების: „თემიდას”, „ბიზნეს-ინჟინერინგისა“ და სტუ-ს საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]