შოთა დარბუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შოთა დარბუაშვილი
დაბადების თარიღი 8 მაისი, 1955
ცხინვალი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია პოეტი, მუსიკოსი, ჟურნალისტი

შოთა დარბუაშვილი (დ. 8 მაისი, 1955, ცხინვალი) — ქართველი პოეტი, მუსიკოსი, ჟურნალისტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა დარბუაშვილი დაიბადა 1955 წლის 8 მაისს, ცხინვალში. 1979 წელს დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1970-იან წლებში. თანამოაზრეებთან ერთად შექმნა როკ ჯგუფი ბონვარონი (ცისკრის ვარსკვლავი).[1] იყო ამავე ჯგუფის დრამერი – სოლისტი. 1974 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი. 1988-1990-იან წლებში იყო ,,ბონვარონის” სამხატვრო ხელმძღვანელი.[2]

იგი 1981 წელს მიიწვიეს ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ლიახვში" (დღეს უკვე სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ნართები") და დღემდე ამ ანსამბლის სოლისტია. წლების მანძილზე იგი გახდა რესპუბლიკური თუ მსოფლიო მუსიკალური ფესტივალების არა ერთგზის ლაურეატი. ლიტერატურულ-ჟურნალისტური საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან. მისი ლექსები, წერილები იბეჭდებოდა ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურალ-გაზეთებში: ,,ლიტერატურული საქართველო”, ,,კლდეკარი”, ,,ნობათი” ,,საქართველოს რესპუბლიკა”, ,,თბილისი”, ,, ახალი ივერია”, ,,ლიტერატურული ცხინვალი”, ,,შიდა ქართლი” და სხვა. 1994 წელს მიღებული აქვს ჟურნალ ,,ნობათის” პრემია. იგი იყო ,,ლიტერატურული ცხინვალის" სარედაქციო საბჭოს წევრი. ივანე მაჩაბელის საზოგადოების დამაარსებელი და ვიცე თავმჯდომარე, მისი თავმჯდომარე კი გურამ შარაძე იყო.[3]

გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული:

  • ,,სამაჩაბლოში ქართლის ცრემლია”, გამომცემლობა ,,მერანი” 1992 წ;
  • ,,ლტოლვილი მქვია”, გამომცემლობა ,,ვედა", 1994 წ;
  • ,,წარსულის ნაამბორალი”, თბილისი, 2000 წ;
  • ,,მივიწყებული წალკოტი”, გამომცემლობა ,,ქართული წიგნი", 2007 წ;

შოთა დარბუაშვილი არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ამჟამად მუშაობს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]