შოვქეთ მამედოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
S mammadova2.jpg

შოვქეთ ჰასან-ყიზი მამედოვა (აზერ. Şövkət Həsən qızı Məmmədova) (დ. 18 აპრილი, 1897, თბილისი — გ. 8 ივნისი, 1981, ბაქო)[1]აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი (ლირიკული-კოლორატურული სოპრანო), პედაგოგი, მუსიკის მოღვაწე. სსრკ-ის სახალხო არტისტი (1938), სკკპ წევრი 1942 წლიდან.

1917–1921 წლებში სწავლობდა კიევის კონსერვატორიაში, 1927–1929 წლებში — მილანსა და პარიზში. 1922–1948 აზერბაიჯანის მირზა ფათალი ახუნდოვის სახალხო ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. პარტიები: გულჩორა (უზეირ ჰაჯიბეკოვის „არშინ-მალ-ალანი“), შაჰსენემი (რეინგოლდ გლიერის „შაჰსენემი“), ნარგიზი (მუსლიმ მაგომაევის „ნარგიზი“), ანტონიდა (მიხეილ გლინკას „ივანე სუსანინი“), როზინა (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვა. 1945 წლიდან ბაქოს კონსერვატორიის პედაგოგი (1949 წლიდან პროფესორი). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərbaycanın ilk qadın opera müğənnisi.... Sharg. 24 May 2011. Retrieved 26 February 2017.