შვარცჰორნი (გრინდელვალდი)
იერსახე
შვარცჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°41′10″ ჩ. გ. 8°04′32″ ა. გ. / 46.68611° ჩ. გ. 8.07556° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 2 928 მ |
ქედი | ბერნის ალპები |
შვარცჰორნი (გერმ. Schwarzhorn) — მთა ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ბრინცისა და გრინდლევალდის მუნიციპალიტეტებს შორის. ზღვის დონიდან 2 928 მ სიმაღლით იგი გროსე-შაიდეგის უღელტეხილის ჩრდილოეთით მდებარე ჯგუფის უმაღლესი მწვერვალია.
მთის ჩრდილოეთ კალთაზე გაწოლილია პატარა მყინვარი. მწვერვალამდე ასვლა შესაძლებელია სამხრეთ კალთაზე არსებული ბილიკით.