შეტლანდიური ნაგაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შეტლანდიური ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 6-7 კგ.
სიმაღლე 35-37 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

შეტლანდიური ნაგაზი (ინგლ. Shetland Sheepdog) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნეში.

როგორც ჩანს, ეს ჯიში გაჩნდა გრძელბალნიანი კოლისა და შოტლანდიაში შეტლანდიის კუნძულის ძაღლების შეჯვარებით. შეტლანდიური ნაგაზი, რომელსაც ასევე შელტის ეძახიან - ერთ-ერთი პოპულარული ჯიშია იაპონიაში. ის ფართოდაა გავრცელებული, ასევე, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ შელტი იშვიათად გამოიყენება როგორც მუშა ძაღლი, მან შეინარჩუნა მოდარაჯის და მწყემსის ინსტინქტები და წარმატებით იცავს ხალხს. ოდესღაც შელტის ჯუჯა შოტლანდიურ ნაგაზს უწოდებდნენ, მაგრამ ის არ არის მოკლეფეხება, როგორც ტაქსა, არამედ შეიძლება ჩაითვალოს კლასიკურ მინიატურულად.

შელტი - შოტლანდიური მუშა ნაგაზების უფრო პატარა ფორმაა. მინიატურიზაციამ გამოიწვია ფეხების ძვლების მოტეხილობის რისკის ზრდა, საჭმლის მონელებასთან და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. შეტლანდიურ ნაგაზს აქვს ძალიან სქელი ბალანი კისერზე, პატარა, დაცვეტილი ყურები. მთელ სხეულს ფარავს გრძელი, უხეში ბალანი. ის კარგად ეგუება სიცივეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ადვილად იწვრთნება, კარგად ეწყობა ბავშვებს და სხვა ძაღლებს. ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: