გრძელბალნიანი კოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრძელბალნიანი კოლი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 18-30 კგ.
სიმაღლე 51-61 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

გრძელბალნიანი კოლი (ინგლ. Rough Collie/Long-Haired Collie) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

თანამედროვე კოლის წინაპრები ჩრდილოეთ შოტლანდიის ცივი მხარეებიდან იყვნენ. მათ უფრო მოკლე ფეხები და დრუნჩი ჰქონდათ. კოლის ელეგანტურმა გარეგნობამ ჯერ ძაღლების მოშენებით დაკავებული ადამიანების ყურადღება მიიპყრო და მხოლოდ ამის შემდეგ ფართო პუბლიკისა. მას შემდეგ, რაც დედოფალმა ვიქტორიამ სახლში აიყვანა ეს ძაღლი, კოლის პოპულარობა გაიზარდა, თუმცა საერთაშორისო ყურადღება კოლიმ უფრო გვიან მიიღო, მას შემდეგ, რაც ჰოლივუდში გადაიღეს კინოფილმი ლესიზე.

კოლის გაწვრთნა ადვილია, იგი დამჯერია, ბავშვების საიმედო დამცველი და კარგი მოდარაჯეა. კოლის ბეწვს ყოველდღიური მოვლა სჭირდება. კოლის ცხვირი ადვილად ზიანდება მზეზე, აქვს ნუშისებრი თვალები და გრძელი, ხშირი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს სიასამურისფერი თეთრით, მარმარილოსფერი (ბლუ-მერლი) და სამფერი (მარმარილოსფერი, წითური, თეთრი). კოლის განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა სჭირდება, კარგად ეგუება ცივ კლიმატს და ცუდად გრძნობს თავს ცხელ, მზიან კლიმატში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]