შელდონ კუპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შელდონ ლი კუპერი

ჯიმ პარსონსი ზრდასრული შელდონის როლში (მარცხნივ) და აიინ არმიტაჟი ვუნდერკინდი შელდონის როლში (მარჯვნივ)

შელდონ ლი კუპერი (ინგლ. Sheldon Lee Cooper)[1]CBS-ის სატელევიზიო სერიალის, „დიდი აფეთქების თეორიისა“ და მისი სპინოფის, „ახალგაზრდა შელდონის“ გამოგონილი პერსონაჟი და მთავარი გმირი. ზრდასრული შელდონ კუპერის პერსონაჟს განასახიერებს მსახიობი ჯიმ პარსონსი, ხოლო ვუნდერკინდი შელდონის პერსონაჟს - აიინ არმიტაჟი (პარსონსი ასევე მონაწილეობს ახალგაზრდა შელდონში, როგორც სერიალის მთხრობელი).[2] კუპერის როლის შესრულებისთვის პარსონმა მოიგო ოთხი ემის ჯილდო, ოქროს გლობუსი, TCA Award და ორი Critics' Choice Television Awards. პერსონაჟის ბავშვობის შესახებ გადაღებულია სერიალი „ახალგაზრდა შელდონი“, რომელშიც ვუნდერკინდი ბავშვი აღმოსავლეთ ტეხასში, ოჯახთან ერთად იზრდება.

ზრდასრული შელდონი არის უფროსი თეორიული ფიზიკოსი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (Caltech). „დიდი აფეთქების თეორიის“ პირველი 10 სეზონის განმავლობაში შელდონის ბინაზიარი არის მისი კოლეგა და საუკეთესო მეგობარი, ლენარდ ჰოფსტადტერი (ჯონი გალეკი). შელდონის მეგობრები და კოლეგები ასევე არიან ჰოვარდ ვოლოვიცი (საიმონ ჰელბერგი) და რაჯეშ კუთრაპალი (კუნალ ნაიარი). მე-10 სეზონში შელდონი თავის შეყვარებულთან, ემი ფარა ფაულერთან (მაიიმ ბიალიკი) ერთად გადადის სადარბაზოს მოპირდაპირე ბინაში, რომელშიც მანამდე ლენარდის მეუღლე, პენი (კეილი კუოკო) ცხოვრობდა.

შელდონს გააჩნია გენიოსის დონის IQ — 187 („დიდი აფეთქების თეორიაში“ ნათქვამია, რომ მისი და ლენარდის ჯამური IQ-ები უდრის 360-ს, ლენარდი კი ამბობს, რომ მისი 173-ია). „ახალგაზრდა შელდონში“ დედამისი ამბობს, რომ მას შელდონს იგივე IQ, რაც ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგს (თუმცა ორი უკანსაკნელის IQ ტესტის შედეგები უცნობია). ამავდროულად, შელდონი ავლენს სოციალური უნარების ფუნდამენტურ ნაკლებობას, იუმორის სუსტ შეგრძნებასა და უჭირს სხვა ადამიანებში ირონიისა და სარკაზმის ამოცნობა, თუმცა თავად ხშირად იყენებს მათ.

ის ავლენს უაღრესად იდიოსინკრატიულ ქცევას და, ზოგადად, თავმდაბლობის, თანაგრძნობისა და შემწყნარებლობის ნაკლებობას. ამ თვისებებთან დაკავშირებულია სერიალის იუმორის დიდი ნაწილი, რამაც შელდონი შოუს გამორჩეულ პერსონაჟად გადააქცია.[3][4][5] ზოგიერთი მაყურებელი ამტკიცებს, რომ შელდონის ქცევა შეესაბამება აუტისტური სპექტრის აშლილობას (ასპერგერის სინდრომი ),[5][6] თუმცა შოუს თანაშემქმნელმა ბილ პრადიმ უარყო შელდონის პერსონაჟთან ასპერგერის სინდრომი რამე კავშირი.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Inspiration Deprivation (April 18, 2019). ციტირების თარიღი: April 19, 2019
  2. 'Big Bang' Sheldon Spinoff Inches Closer With Iain Armitage & Zoe Perry Castings (March 2, 2017). ციტირების თარიღი: March 13, 2017
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  4. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  5. 5.0 5.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  6. 6.0 6.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Waldman, Allison. .