შინაარსზე გადასვლა

კეილი კუოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეილი კუოკო
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1985
კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად იტალიელი, ინგლისელი, გერმანელი
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი
აქტიური 1992-დღემდე
მეუღლე(ები) რაიან სუიტინგი
(ქ. 2013; განქ. 2016)
კარლ კუკი
(ქ. 2018)

კეილი კუოკო (ინგლ. Kaley Cuoco, დ. 30 ნოემბერი, 1985, კალიფორნია, აშშ[1]) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა CBS-ის სერიალ „დიდი აფეთქების თეორიაში“ შესრულებული პენის როლით. იგი ასევე ცნობილია ABC-ის სერიალ „8 მარტივ წესში“ შესრულებული ბრიჯიტ ჰენესის როლით.

კეილი კუოკო დაიბადა 1985 წლის 30 ნოემბერს კალიფორნიის შტატის სამხრეთულ ქალაქ კამარილოში, აშშ-ში. მისი მშობლები სახლების დიზაინერი ლაინ ანა კუოკო (ქალიშვილობის გვარია უინგეიტი) და რეალტორი გარი კარმინ კუოკო არიან. მამამისი წარმოშობით იტალიელია, ხოლო დედამისი ნახევრად ინგლისელია და ნახევრად გერმანელი[2]. მისი და, ბრიანა ასევე მასხიობია და ნათამაშები აქვს სერიალ „ხმის“ მეხუთე სეზონში. კეილი ბავშვობაში იგი რეგიონალური ჩემპიონი გახდა ტენისში[3]. იგი ამ სპორტით 3 წლის ასაკიდან იყო დაკავებული და მისი თამაში მხოლოდ 16 წლის ასაკში შეწყვიტა[4].

კეილი კუოკო. ფოტო გადაღებულია 2017 წლის 21 ივლისს სან-დიეგოში, კალიფორნიაში.

კეილი კუოკოს სასცენო დებიუტი ჯერ კიდევ 1992 წელს შედგა ფილმ „სწრაფად: ადგილი არ არის-ში“ შესრულებული კონი რაინჰარდტის როლით. ამის შემდეგ მან ორწლიანი პაუზა აიღო და 1994 წლიდან უკვე აქტიურად ჩაება კინოინდუსტრიაში.

ამ პერიოდში იგი ეპიზოდურ როლებს ასრულებდა ისეთ სერიალებში, როგორებიცაა: „ელენი“ (1996), „ტონი დანცას შოუ“ (1998), „შენი კბილის ჯაგრისი არ დაგავიწყდეს“ (2000), „ქალბატონების კაცი“ (2000-2001), „მეშვიდე სამოთხე“ (2001), „პირველი ორშაბათი“ (2002) და „კოშმარის ოთახი“ (2002).

უკვე 2002 წელს იგი ABC-ის სიტკომურ სერიალ „8 მარტივ წესში“ დაამტკიცეს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ბრიჯიტ ჰენესის როლზე, რამაც მსახიობს დიდი პოპულარობა და წარმატება მოუტანა. მართალია სერიალის გადაღებები 2005 წლამდე მიმდინარეობდა, თუმცა ამ როლმა მას იმდენად გაუთქვა სახელი, რომ პარალელურად 2004-2005 წლებში ითამაშა ოთხ ფილმსა და ხუთ სერიალში.

გარდა სასცენო მსახიობობისა, კეილი კუოკომ გაახმოვანა ისეთი ანიმაციური ფილმები, როგორებიცაა: „ბრენდი და მისის ვისკერსი“ (2004-2006), „ბრაცი“ (2005-2006) და „ლუნატიქსი განათავისუფლეს“ (2005-2007).

„8 მარტივი წესის“ დასრულების შემდეგ იგი პატარ-პატარა და ეპიზოდურ როლებში მონაწილეობდა. მისი ამ პერიოდის როლებიდან აღსანიშნავია 2005-2006 წლებში, სერიალ „მოხიბლულში“ შესრულებული ბილი ჯენკინსის როლი.

უკვე 2007 წლიდან იგი დაამტკიცეს CBS-ის სერიალ „დიდი აფეთქების თეორიის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, პენის როლზე. აქ იგი წარუმატებელი ნებრასკელ მსახიობს განასახიერებს, რომელიც თავის სარჩენად კაფეში მიმტანად მუშაობს და ცოლად კარის მეზობელს, სერიალის თავარ მოქმედ პერსონაჟს, ფიზიკოს ლეონარდ ჰობსტედერს მიჰყვება ცოლად, რის შემდეგაც თავისი მეგობრის, ბერნადეტის (მის როლს მელისა რაუჩი ასრულებს) კომპანიაში იწყებს მუშაობას საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. ამ სერიალში მონაწილეობისათვის კეილის, ჯონი გალეკსა და ჯიმ პარსონს თითო სერიაში 1 მილიონ დოლარს უხდიდნენ.[5]

„დიდი აფეთქების თეორიაში“ იგი 2019 წლამდე თამაშობდა. ამ სერიალმა კეილის საოცარი პოპულარობა და აღიარება მოუტანა. 2016 წელს მან საკუთარი თავის როლი შეასრულა ორ ფილმში: „კომედიური აფეთქება! აფეთქება!“ და „ტუჩსაცხის ბრძოლა“. 2019 წლიდან დღემდე იგი სერიალ „ჰარლი ქუინსს“ ახმოვანებს[6].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "8 Interesting Facts About Kaley Cuoco-Sweeting: Actor Spotlight". CBS. Retrieved May 15, 2016.
  2. "5 Things You Don't Know About Kaley Cuoco". ET Online. Archived from the original on January 6, 2014. Retrieved October 2, 2013.
  3. "Southern California Tennis Association 1998 Year-End Junior Rankings – Girls'_14_Singles". californiatennis.com. Retrieved October 7, 2012. No. 54 in Girls' 14 Singles.
  4. Acuna, Kirsten (March 2, 2012). "25 Things You Don't Know About Newly Single Kaley Cuoco—CBS' 'Big Bang Theory' Sweetheart". Business Insider. Retrieved October 7, 2012. Cuoco has been an ace in Hollywood and on the tennis court, playing the sport since she was three years old. She finally made the full switch to acting in 2002
  5. "Big Bang Theory stars sign new contracts". BBC News. August 4, 2014. Retrieved August 4, 2014.
  6. Boucher, Geoff (October 4, 2018). "Kaley Cuoco To Voice Harley Quinn In DC Universe Series; Watch New York Comic Con Preview". Deadline Hollywood. Retrieved May 30, 2019.