შაჰდარის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაჰდარის ქედი
ენგელსის პიკი
ენგელსის პიკი
კოორდინატები: 37°10′ ჩ. გ. 72°00′ ა. გ. / 37.167° ჩ. გ. 72.000° ა. გ. / 37.167; 72.000
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ტერიტორიული ერთეული მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი
უმაღლესი წერტილი კარლ მარქსის პიკი
სიმაღლე 6726 
შაჰდარის ქედი — ტაჯიკეთი
შაჰდარის ქედი

შაჰდარის ქედი — ქედი ტაჯიკეთში, დასავლეთი პამირის სამხრეთ ნაწილში, ადმინისტრაციულად მოქცეულია მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. წარმოადგენს მდინარეების შაჰდარისა და ფანჯის წყალგამყოფს.[1]

შაჰდარის ქედი შედგება იშქაშიმის მერიდიანული ქედისა და საკუთრივ შაჰდარის სუბგანედური ქედისაგან. იშქაშიმის ქედი, რომლის სიგრძე 95 კმ-ია, წარმოადგენს შაჰდარის ქედის დასავლეთ ნაწილს, ხოლო 105 კმ-ზე გადაჭიმული შაჰდარის ქედი ქედის შუა და აღმოსავლეთ ნაწილს. იშქაშიმის ქედის უმაღლესი წერტილია მაიაკოვსკის პიკი (6096 მ), ხოლო შაჰდარის ქედისა — კარლ მარქსის პიკი (6726 მ).[1] შაჰდარის ქედზეა აგრეთვე მწვერვალი ენგელსის პიკი (6510 მ).[2]

შაჰდარის ქედის სამხრეთი კალთები ღრმად არის ჩაჭრილი ვიწრო ხეობებით, ჩრდილოეთი კალთების ძირის გაყოლებით გადაჭიმულია ფართო პლატოსებრი ზედაპირი. შაჰდარის ქედის მაღალმთიანეთში 300-ზე მეტი მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 269 კმ². კალთებზე გავრცელებულია მაღალმთანეთის სტეპი და მდელოსტეპი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]