იშქაშიმის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იშქაშიმის ქედი
კოორდინატები: 37°00′ ჩ. გ. 71°40′ ა. გ. / 37.000° ჩ. გ. 71.667° ა. გ. / 37.000; 71.667
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ტერიტორიული ერთეული მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი
უმაღლესი წერტილი მაიაკოვსკის პიკი
სიმაღლე 6096 
სიგრძე 95 კმ
ამგებელი ქანები მეტამორფული ქანები
იშქაშიმის ქედი — ტაჯიკეთი
იშქაშიმის ქედი

იშქაშიმის ქედი — ქედი ტაჯიკეთში, პამირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შაჰდარის ქედის დასავლეთი ნაწილი. ადმინისტრაციულად განლაგებულია მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.[1]

ქედი გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით მდინარე ფანჯის მარჯვენა სანაპირის გასწვრივ 95 კმ-ზე ჩრდილოეთით მდინარე გუნტის შესართავიდან სამხრეთით ქალაქ იშქაშიმის რაიონში მდებარე ფანჯის მკვეთრ მოსახვევამდე. ჩრდილოეთი მონაკვეთის საშუალო სიმაღლე შეადგენს 4630 მ-ს, სამხრეთისა — 5560 მ. უმაღლესი წერტილია მაიაკოვსკის პიკი (6096 მ). ქედი უმეტესწიალდ აგებულია გნაისებით, ამფიბოლიტებითა და სხვა კემბრიუმამდელი ასაკის მეტამორფული ქანებით.[2]

ფერდობებზე მთის სტეპი და უდაბნოა, მდინარეთა ღრმა ხეობებში ღვიის იშვიათი რაყები. გვხვდება ცნობილი თერმული მინერალური წყლები, რომელთა შორის გამოირჩევა ბალნეოლოგიური კურორტი ღარმჩაშმა. თხემისპირა ზონაში არის დაახლოებით 315 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 165 კმ².[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]