შაჰბულაგის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შაჰბულაგის ციხესიმაგრე

შაჰბულაგის ციხესიმაგრე(აზერ. Şahbulaq qalası "შაჰის წყარო") — აღდამის მახლობლად აგებული XVIII საუკუნის ციხესიმაგრე.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰბულაგის ციხის ჩანახატი, 1901

სპარსეთის მმართველის, ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ დღევანდელი აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფი ტერიტორიები კავკასიის სახანოებად დაიყო. მათგან ერთ-ერთი, ყარაბაღის სახანო ფანაჰ-ალი ხან ჯავანშირმა დააფუძნა.[2] სახანოს პირველი დედაქალაქი ბაიათის ციხესიმაგრე იყო, რომელიც 1748 წელს აშენდა. მალე დედაქალაქი ყარაბაღის დაბლობებზე ახლად აშენებულ შაჰბულაგის ციხესიმაგრეში გადაიტანეს. საბოლოოდ, ფანაჰ ალი ხანმა დედაქალაქი შუშაში, ძნელად მისაღწევ მთაზე მდებარე ბუნებრივ ციხესიმაგრეში გადაიტანა.[3] შუშას ციხესიმაგრის დასრულების შემდეგ ფანაჰ ალი ხანმა მისი მოხელეები და მელიქები იქ გადაიყვანა,[4][5] თუმცა ყარაბაღის ხანმა შაჰბულაგის ციხესიმაგრეში თავდაცვის მიზნით კარგად აღჭურვილი და ძლიერი 3000 მეომრისაგან შემდგარი ცხენოსანთა კავალერია დატოვა.[6] შუშას, ასკერანისა და შაჰბულაღის ციხესიმაგრეების დიზაინი ერთმანეთის მსგავსია.[7]

ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰბულაგის ციხესიმაგრე

შაჰბულაგი „შაჰის წყაროს“ ნიშნავს.[8] კომპლექსი მეჩეთებს, საცხოვრებელ სახლებს, აბანოებსა და ბაზრებს მოიცავს და 1751-1752 წლებში აიგო.[9] მშენებლობის პროცესში კირქვა და ლოდები გამოიყენეს. დღეისთვის ციხესიმაგრე და მეჩეთია გადარჩენილი, რომელიც კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ციხესიმაგრე მართკუთხა ფორმისაა და კედლებითაა გარშემორტყმული, რომელშიც წრიული და ნახევრად ცილინდრული ფორმის კოშკებია დატანებული. კოშკებსა და კედლებში თავდასაცავად ტიპური სათოფურეები და ქონგურები იყო მოთავსებული. ციხესიმაგრის კედლები 7 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო კოშკები 8.5 მეტრის სიმაღლის.ციხეში შესასვლელი კარები აღმოსავლეთ კედელშია დატანებული.[1]

მეჩეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰბულაგის ციხესიმაგრის ხედი

მეჩეთი სასახლის მშენებლობის პარალელურად აიგო, ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. იგი მოიცავს ქვისგან აგებულ პატარა სალოცავ დარბაზს, რომელის გევრდით 5.1 მეტრის გუმბათით ბოლოვდება, ხოლო მეორე მხარეს 5.1-2.5 მეტრის ვერანდაა, სახით აღმოსავლეთით. ვერანდის დვირი ოთხკუთხა, რვაქიმიან სვეტზეა დაფუძნებული. ზოგიერთი მოსაზრებით, შაჰბულაგის არქიტექტურამ დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის ყარაბაღის არქიტექტურაზე, განსაკუთრებით, ქალაქ შუშას ხუროთმოძღვრებაზე.[1]

ამჟამინდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისთვის შაჰბულაგის ციხესიმაგრე ყარაბაღის სახანოს პერიოდის ამსახველი მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლის სტატუსს ინარჩუნებს.[10][11] ყარაბაღის ომის დროს, აგდამის ბრძოლის(1993 წლის ივნის-ივლისი) შემდეგ, როცა აგდამი სომხურმა ძალებმა დაიკავეს, ადგილობრივმა სომხებმა ციხესიმაგრე გადააკეთეს და მის შიგნით პატარა მუზეუმი გაიხსნა, რომელშიც მთიანი ყარაბაღის ტიგრანაკერტის გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები იყო გამოფენილი.

სქოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Karabakh Foundation - Agdam; Shahbulag Castle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 July 2011. ციტირების თარიღი: 17 August 2010.
  2. Karabakh Foundation - Shusha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 October 2010. ციტირების თარიღი: 17 August 2010.
  3. (2007) War Against Azerbaijan - Targeting Cultural Heritage. ISBN 978-9952-8091-4-5. ციტირების თარიღი: August 17, 2010.  დაარქივებული September 9, 2010[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  4. Тофик Кочарли К истории Карабахского вопроса, გვ. 29. ციტირების თარიღი: August 17, 2010. 
  5. Ministry of Tourism - Город Шуша. ციტირების თარიღი: 17 August 2010.
  6. История Карабага. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2007. ციტირების თარიღი: 17 August 2010.
  7. Castles & Towers in Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 17 August 2010.
  8. Islamic Architectural Heritage Database - Shahbulag Castle ( Azerbaijan ). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 17 August 2010.
  9. КАРАБАГ-НАМЕ by МИРЗА АДИГЕЗАЛЬ-БЕК. ციტირების თარიღი: 17 August 2010.
  10. MIDDLE AGES GARABAGH MONUMENTS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 July 2011. ციტირების თარიღი: 17 August 2010.
  11. Агдам (Азербайджан). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 March 2012. ციტირების თარიღი: 17 August 2010.