შახტის ტარას შევჩენკოს ძეგლი
ტარას შევჩენკოს ძეგლი რუს. Памятник Тарасу Шевченко | |
---|---|
მდებარეობა | შახტი, რუსეთის ფედერაცია |
დასრულების თარიღი | 1972 |
მიძღვნილია | ტარას შევჩენკო |
მდგომარეობა | აღადგინეს 2012 წელს |
შახტის ტარას შევჩენკოს ძეგლი (რუს. Памятник Тарасу Шевченко) — ძეგლი ქალაქ შახტიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. გაიხსნა 1972 წელს უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის ტარას შევჩენკოს პატივისცემის ნიშნად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წელს ალექსანდროვსკის პარკის შესასვლელთან ქალაქ შახტიში, გაიხსნა უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის ტარას შევჩენკოს ძეგლი, მაგრამ 1990-იანი წლების ბოლოს მოახინეს მისი ემონტაჟი, ხოლო მის ადგილზე აღმართეს შადრევანი[1]. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთი იუწყებოდა ტარას შევჩენკოს ძეგლი ქალაქ შახტის მოსახლეობის სურვილითა და ფინანსებით აღმართულა და ძეგლი ორი ხალხის - რუსებისა და უკრაინელების - უსაზღვრო ძმობის სიმბოლო იყო[1].
თანამედროვე ძეგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შახტელების საინიციატივო ჯგუფმა 2011 წელს მიმართა ქალაქის ადმინისტარციას თხოვნით ძეგლის აღდგენის შესახებ. იდეას მხარი დაუწირა ქალაქის მერმა. ძეგლის აღდგენის და კეთილმოწყობის მთელი ფინანსური მხარე თავის თავზე აიღეს ქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა, ადმინისტრაციამ და მოქალაქეებმა.
2012 წელს პოეტ ტარას შევჩენკოს ძეგლი აღადგინეს, მაგრამ უკვე ახალ ადგილზე - მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მვებარე შევჩენკოს ქუჩა № 149-სთან. ტარას შევჩენკოს აღდგენილი ძეგლის საზეიმო გახსნის ღონისძიებებში მონაწილეობდა ქალაქ შახტის მერი.
2014 წელს ქალაქ შახტში მწერლის ძეგლთან გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინელი პოეტისა და მწერლის დაბადებიდან 200 წლის იუბილეს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Шукач | Памятник Т.Г.Шевченко в г.Шахты. www.shukach.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-29. ციტირების თარიღი: 2017-10-10.