შახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
შახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
47°42′36″ ჩ. გ. 40°12′26″ ა. გ. / 47.71000° ჩ. გ. 40.20722° ა. გ. | |
დაარსდა | 1966 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | შახტი |
დირექტორი | ნინა პროსკუროვა |
შახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Шахтинский краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ შახტიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმის შენობა წარმოადგენს XIX საუკუნის არქიტექტურულ ძეგლს. მუზეუმი დაარსდა 1966 წელს, ხოლო გაიხსნა 1967 წლის 18 მაისს[1][2][3].
მუზეუმის მისამართი: 346500, როსტოვის ოლქი, ქალაქი შახტი, შევჩენკოს ქუჩა № 149.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შახტინის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ძველ შენობაში, რომელიც აგებულია 1886 წელს. ამჟამად შენობას აქვს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი. 1896 წლიდან შენობაში მუშაობდა ალექსანდრას სამრევლო სკოლა, რომელსაც სახელი ეწოდა დედოფალ ალექსანდრას პატივსაცემად იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და დედოფალ ალექსანდრა თედორეს ასულის კორონაციის დროს. სკოლა 1907 წლამდე იყო სანიმუშო[4]. შენობის ცენტრალურ ნაწილში გუმბათოვანი წერია, რაც მუზეუმში სიძველის ატმოსფეროს ქმნის.
შახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი როსტოვის ოლქის ერთ-ერთი უმსხვილესი მუზეუმია. მისი ძირითადი ფონდი მოიცავს დაახლოებით 13 000 ექსპონატს. მუზეუმში თავმოყრილია უძველესი ხატები და ფოტოგრაფიები, სხვადასხვა პერიოდის ისტორიული დოკუმენტები და მოქალაქეების პირადი ნივთები. თავის დროზე სსრკ-ის სამხატვრო აკადემიამ საჩუქრად გაუგზავნა 200 ნახატი.
მუზეუმში მოქმედებს თემატური დარბზები: „ძველი ქალაქი“, „მეშჩანის ცხოვრება“, „ქალაქის საბრძოლო დიდება“, „დონის მხარის ბუნება“. მუზეუმის სურათების გალერეაში გამოფენილია, გრაფიკა, ფერწერა, გამოყენებითი ხელოვნება და სხვ. იმართება მუსიკალური და პოეტური საღამოები. შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.
2015 წლის ნოემბერში დამწვარი ქვანახშირის მრეწველობის ისტორიის მუზეუმის ეზოდან ადმინისტრაციამ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანა სამუზეუმო ექსპონატი — ლენინის ძეგლი[5]. მომავალში განიხილება მისი აღდგენა.
შახტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან მოქმედებს პოეტ ალექსი ნედოგონოვის (1914-1948 წწ.) სახელობის ლიტერატურული გაერთიანება. პოეტი წარმოშობით სწორედ ამ ქალაქიდან იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Шахтинский краеведческий музей
- Цели и задачи МУК «Шахтинский краеведческого музея»
- Шахтинский краеведческий музей (Россия) დაარქივებული 2016-03-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Шахтинский краеведческий музей
- ↑ Шахтинский краеведческий музей отметил свой профессиональный праздник
- ↑ Шахтинский краеведческий музей вновь посетят бабочки. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
- ↑ Шахтинский краеведческий музей
- ↑ Памятник В. И. Ленину