შაქის სახანო მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაქის სახანო მეჩეთი


ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°11′31″ ჩ. გ. 47°10′14″ ა. გ. / 41.19194° ჩ. გ. 47.17056° ა. გ. / 41.19194; 47.17056
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლა
თარიღდება 1769/70

შაქის სახანო მეჩეთი (აზერ. Şəki xan məscidi) — XVIII საუკუნის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი აზერბაიჯანში, ქალაქ შაქში.

გამოყენებულია ადგილობრივი სამშენებლო მასალებია — რიყის ქვები, გამომწვარი აგური, კირი, მუხა, თხილი, ვერხვი. შიგნით თაღოვანი გალერეა აქვს. მეჩეთის საერთო კომპლექში ჩართული მინარეთი მის ხუროთმოძღვრულ იერ-სახეს კიდევ უფრო ამშვენებს. შიდა მორთულობა უბრალოა. სარკმლები სხვადასხვა ფერისაა. მეჩეთის ეზოში არის აუზი. მეჩეთის გვერდით არის სასაფლაო, რომლის ქვებზე განსაკუთრებული ორნამენტებია დატანილი. აქ დასაფლავებული არიან შაქის ხანები და მათი ოჯახის წევრები, ამიტომაც სასაფლაოს „სახანო“ ეწოდება.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]