შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალწულის კოშკი და შირვანშაჰების სასახლეს კომპლექსი ბაქოში - შირვან-აბშერონის სკოლის თვალსჩინო ნიმუშებია

შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლა (აზერ. Şirvan-Abşeron memarlıq məktəbi) — ერთ-ერთი არქიტექტურული სკოლაა, რომელიც განვითარებული იყო თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შუასაუკუნეთში, ძირითადად ისტორიულ შირბანში. დაარსდა დაახლოებით VIII—IX სს. აღმავლობის ხანას განიცდიდა XI—XV სს.[1]

სკოლა აერთიანებდა შირვანშაჰების კუთვნილ ტერიტორიებზე არსებულ არქიტექტურულ სტილებს. შირვან-აბშერონის სკოლისათვის ტრადიციულია ქვის კედლების დაწყობის კონტრასტი მცირედ გამოყენებადი არქიტექტურული ელემენტებით. შირვან-აბშერონის სკოლისათვის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს თავდაცვითი კედლების დამუშავების თავისებური სტილი. ბაქოს (1078წ.) მუჰამედის მეჩეთის მინარეთი ამ პროცესის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. ამ ძეგლში გამოიხატა, როგორც თავდაცვისთვის მძიმე ქვების გამოყენება, ასევე მათი დეტალების დამუშავება, კიტაბეს სახით.

შირვან-აფშერონის სკოლის ფასეული ნაგებობები, ვერ შემორჩა ჩვენამდე შემახაში. სამაგიეროთ ბაქოში და მის მიმდებარე ოლქებში, დერბენტში, გაბალის რაიონის სოფელ ხაზრაში, ქალაქ გობუსტანში დღემდე დგანან XII—XV სს. და ამშვენებენ თავისი არქიტექტურით გარემოს. შირვან-აბშერონის სკოლის ძეგლებს შორის შეიძლება ჩამოვთვალოთ შირვანშაჰთა სასახლის კომპლექსი ბაქოში, საბაილის ციხე-სიმაგრე, ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი, დირი ბაბას მავზოლეუმი ქალაქ გობუსტანში.შირვან-აბშერონის სკოლის ზოგიერთ ნიმუშებზე ასახულია ფსევდონიმები („შამახი“, „შამაკი“, „შირვანი“).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ширван-Абшерон ме'марлыг мәктәби // აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია, 1987, ტ. 10, გვ. 541.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Усейнов М, Бретаницкий Л., Саламзаде А. История архитектуры Азербайджана. М., 1963.