შანდუნის ნახევარკუნძული
იერსახე
შანდუნის ნახევარკუნძული ― ნახევარკუნძული ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში. შეჭრილია ყვითელ ზღვაში 350 კმ-ზე. ნაპირები ძალზე დანაწევრებულია. ბევრია ყურე და უბე. მთები შემოსილია ბუჩქნარით. მთათაშორისი ვაკეები და სანაპირო დაბლობი მჭიდროდ დასახლებულია. საზღვაო ნავსადგურებია ცინდაო, იანტაი, ვეიხაი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 682.
- შანდუნის ნახევარკუნძული — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)