შალიკაშვილის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

შალიკაშვილის ხიდი (ყოფილი დიდუბის ხიდი) — ხიდი თბილისში, მტკვარზე, გრიგოლ რობაქიძისა და აკაკი წერეთლის პროსპეკტებს შორის (1953, არქიტექტორი არჩილ ქურდიანი; ინჟინერი ვ. დიდიძე). აგებულია ძველი ბორნის მოძრაობის ხაზზე. ორმალიანი რკინაბეტონის ხიდის დიდი თაღოვანი მალი (72 მ) გადადის მტკვრის კალაპოტზე. პატარა მალის (19,1 მ) ქვეშ გადის სანაპირო. ხიდის სიგრძეა 152 მ, სავალი ნაწილის სიგანე-20,5 მ, ტროტუარები - 3 მ. მოპირკეთებულია ბოლნისის ოქროსფერი ტუფით და რუხი გრანიტით. არქიტექტორი დეკორში გამოყენებულია ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ორნამენტიკა და საბჭოთა სიმბოლიკა (რომელიც ამჟამად მოხსნილია). 1990-იანი წლებიდან ხიდს ჰქვია მისი მშენებლობის ხელმძღვანელის, ინჟინერი შოთა შალიკაშვილის სახელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 917-918, თბ., 2002 წელი.
  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 21, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012