შინაარსზე გადასვლა

შალვა ახალკაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა ახალკაცი
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1902
დვანი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 31 დეკემბერი, 1979 (76 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
საქმიანობა ინჟინერი

შალვა ანდრიას ძე ახალკაცი (დ. 16 იანვარი [ძვ. სტ. 3 იანვარი] 1902, სოფ. დვანი, ქარელის რაიონი — გ. 31 დეკემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, სამელიორაციო საქმის ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1960).

1929 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1924–1926 წლებში მუშაობდა ზაჰესის მშენებლობაზე და „საქსწყალსახპროექტში“. მისი მონაწილეობით დაპროექტდა ქვემო ალაზნის და ზემო სამგორის სარწყავი სისტემები (1941–1945), ასევე სიონის წყალსაცავის პროექტი და ბულაჩაურის წყალსადენი (1946–1977).

1962–1977 წლებში მუშაობდა „საქწყალსახპროექტის“ მთავარ ინჟინრად და დირექტორის მოადგილედ. სხვადასხვა დროს იყო ენგურისა და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ექსპერტი და კონსულტანტი. 1977 წელს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო — ლენინის ორდენი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]