შაიბანიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაიბანიანებითბილისელ მაჰმადიან ამირათა საგვარეულო. ამირებად იყვნენ 853 წლიდან დაახლოებით IX საუკუნის 80-იან წლებამდე. დაახლოებით 870 წელს ხალიფა მუთამიდმა გადააყენა მუჰამედი და ამირად დააყენა ისა შიხის ძე. 878 წელს ამირად დაინიშნა აბრაჰამი. იმავე წლის შემოდგომაზე ამირად ხალიფამ მუჰამედ ხალადის ძე გამოგზავნა, რამაც ჩააქრო ხალიფის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აჯანყება. სავარაუდოა რომ ხალიფამ მას ამიერ კავკასიის სხვა ოლქებიც დაუმორჩილა. იგი უნდა იყოს უკანასკნელი ამირა შაიბანიანიანთა სახლიდან. როგორც ჩანს აქ უნდა ყოფილიყო დიდი ბრძოლა მის წინააღმდეგ და მას აიძულეს რომ დაეტოვებინა ქართლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]