შავი ამური
იერსახე
შავი ამური | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Mylopharyngodon piceus | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 166112 | ||||||||||
|
შავი ამური (ლათ. Mylopharyngodon piceus) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. Mylopharyngodon-ს გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. აქვს წაგრძელებული სხეული. აქვს სქელი ქერცლი. ზურგი თითქმის შავია, მუცელი შედარებით ღია. გავრცელებულია ამურის აუზში. სხეულის სიგრძე 120 სმ-მდე აღწევს, წონა — 30 კგ-მდე. ტოფობს ივნის-ივლისში. იკვებება მოლუსკებით. ძვირფასი თევზია, მცირერიცხოვანია, რის გამოც არ აქვს სარეწაო მნიშვნელობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 410-411.
- Лебедев В. Д., Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. — М.: Мысль, 1969.