ყირიმის ოლქი
იერსახე
ყირიმის ოლქი უკრ. Кримська область რუს. Крымская область | ||
ქვეყანა | სსრკ | |
---|---|---|
ადმ. ცენტრი | სიმფეროპოლი | |
კოორდინატები | 45°00′00″ ჩ. გ. 34°00′00″ ა. გ. / 45.00000° ჩ. გ. 34.00000° ა. გ. | |
დაარსდა | 30 ივნისი, 1945 | |
ფართობი | 27 ათ. კმ² | |
მოსახლეობა | 2 458 655 (1989) | |
გაუქმდა | 19 ივნისი, 1991 | |
სასაათო სარტყელი | მოსკოვის დრო და UTC+3 | |
|
ყირიმის ოლქი (რუს. Крымская область; უკრ. Кримська область) — ადმინისტრაციული ერთეული ყირიმის ნახევარკუნძულზე. ფართობი 27 ათ. კმ². 1946 წლის 25 ივნისიდან 1954 წლის 26 აპრილამდე შედიოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში, ხოლო 1954 წლის 26 აპრილიდან 1991 წლის 19 ივნისამდე — უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი სიმფეროპოლი. ოლქის ტერიტორიაზე განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა; მთავარი დარგები იყო მევენახეობა, მებაღეობა, მემინდვრეობა და სხვა. წარმოადგენდა ტურიზმის რაიონს.
ყირიმის ოლქი დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით (1958) და შრომის წითელი დროშის ორდენით (1970).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 652.