ყარა-ბოიუქ-ხანიმი (ციხესიმაგრე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყარა-ბოიუქ-ხანიმი
აზერ. Qara Böyük Xanım bürcü
მდებარეობა შუშა, აზერბაიჯანი
თარიღდება XVIII

ყარა-ბოიუქ-ხანიმი (აზერ. Qara Böyük Xanım bürcü) – შუშის ორი უძველესი ციხესიმაგრიდან დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი ციხესიმაგრე (მეორე ფანაჰალი ხანის ციხეა).[1]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2001 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით, ციხესიმაგრე, როგორც ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი, სახელმწიფოს მიერაა დაცული.

მშენებლობის აღწერა და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუშის ციხესიმაგრის მშენებლობის დროს, ქალაქის ჩრდილოეთ პლატოზე კედლების მშენებლობისას, იგებოდა ფანაჰალი ხანისა და მისი მომხრეების ციხესიმაგრეები. ეს ციხესიმაგრეები პლატოს აღმოსავლეთ ნაწილში, მაღლობ და ციცაბო კლდოვან მხარეს, ბუნებრივ ზღუდეებზე შენდებოდა. შუშაში ციხეები შაჰბულაგის ციხესიმაგრის გავლენით იგებოდა, სადაც არსებობდა თავდაცვითი კედლები, რომლეთა კუთხეებში სამმეოთხედიანი კოშკები იყო განთავსებული. ციხის შიგნითა კედლებზე საცხოვრებელი ნაგებობი იყო მიშენებული.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Авалов Э. В. Архитектура города Шуши и проблемы сохранения его исторического облика / ред. А. В. Саламзаде. — Баку: «Элм», 1977. — С. 23—25.