შინაარსზე გადასვლა

ბოიუქ-ქირსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოიუქ-ქირსი
კოორდინატები: 39°38′39″ ჩ. გ. 46°44′54″ ა. გ. / 39.64417° ჩ. გ. 46.74833° ა. გ. / 39.64417; 46.74833
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
შეფარდებითი სიმაღლე 2775 
მთის მასივი მცირე კავკასიონი
ქედი ყარაბაღის ქედი

ბოიუქ-ქირსი (აზერ. Böyük Kirs) — მწვერვალი აზერბაიჯანში. ყარაბაღის ქედის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 2725 მეტრს შეადგენს. აგებულია შუა იურული პერიოდის ვულკანოგენურ-დანალექი ქანებით. ბოიუქ-ქირსი ლაჩინის, ხოჯავენდისა და შუშის რაიონების გადაკვეთაზე მდებარეობს. აქედან იღებს სათავეს მდინარე ალიჩაი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бөјүк Кирс // Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы, II ҹилд, Б., 1978, С. 289—290.