ღულელების ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღულელების ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,2 x 3,1 მეტრი), ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, დანგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში ყოფილა. შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილები. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ზემოთ, სხვადასხვა დონეზე, ოთხი მცირე ზომის კვადრატული ნიშია. თითო მსგავსი ნიშია სამხრეთ და ჩრდილო კედლებში - კამარის ქუსლის დონეზე. დარბაზის დასავლეთ კედელში, ერთ დონეზე, განლაგებულია თანაბარი სიდიდის ექვსი სამკუთხა ნიში. გადახურვა კამაროვანია, ოდნავ შეისრული ფორმისა. კედლები შიგნით კირის ხსნარითაა შელესილი. ეკლესიის დასავლეთით (რამდენიმე მეტრის მანძილზე) სამარხებია.

=ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]