ღვიძლასოკო
ღვიძლასოკო | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Fistulina hepatica |
ღვიძლასოკო (ლათ. Fistulina hepatica) — სოკო აბედა-სოკოების ჯგუფისა. აქვს ბრტყელი ნაყოფსხეული, რომელიც მოკლე გვერდით ფეხში გადადის. ზედაპირი წებოვანია, ნარინჯისფერი ან წითელი. ქვედა მხარეს წვრილი მოყვითალო მილების შრეა, რომელიც მომწიფებისას ყავისფერდება. ნორჩი სოკოს ქუდის რბილობი სისხლისფერ-წითელია და გადატეხისას წითელ წვენს გამოყოფს. იზრდება ზაფხულში და შემოდგომაზე უმთავრესად მუხის დამპალ ხეებზე. იჭმება მხოლოდ ნორჩი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 589, თბ., 1986 წელი.