ღაზიაბადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღაზიაბადი
ღაზიაბადი — სავაჭრო ცენტრი შიპრა მოლი

ღაზიაბადი (ჰინდ.ग़ाज़ियाबाद) — ქალაქი ინდოეთის შტატის უტარ-პრადეშის დასავლეთით, ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. [1]

ღაზიაბადის მდებარეობა ინდოეთის რუკაზე
ღაზიაბადის მდებარეობა ინდოეთის რუკაზე

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს დელიდან აღმოსავლეთით 19 კმ-ზე და ქალაქ მერატიდან სამხრეთ-დასავლეთით 46 კმ-ზე ,მდინარე ჰინდონგიდან (მდინარე ჯამნას შენაკადი) 2.5 კმ-ში.მისი

სიმაღლე ზღვის დონიდან 209 მეტრია.[2]

2013 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 784 166 ადამიანია [3].[4]

ქალაქის მოსახლეობის დინამიკა წლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 2001 2013
542 992 968 256 1 784 166

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღაზიაბადი ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ – ერთი უდიდესი ინდუსტრიული ქალაქია. ძირითადად განვითარებულია მეტალ – დამამუშავებელი და ელექტრონული ინდუსტრია.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰინდონის ადგილობრივი აეროპორტი, რომელიც ღაზიაბადს ემსახურება, ფუნქციონირებს 2019 წლის ოქტომბრიდან. უახლოესი საერთაშორისო აეროპორტი — დელის ინდირა განდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.[5]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღაზიაბადი ქვეყნის დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ   ტემპერატურა და ნალექების რაოდენობა დელის ანალოგიურია. მტვრის ქარიშხალი და თოვლის ნალექები რაჯასტანის ჰიმალაებში , კუმაონისა და გარვალის ბორცვებზე რეგულარულად ახდენს გავლენას ამინდზე. მუსონები ამ ადგილას ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ კვირას გვხვდება. ოქტომბრამდე ჩვეულებრივ  წვიმებია. ჩრდილოეთ ინდოეთის სხვა ნაწილებში, ძირითადად, სამი სეზონია - ზაფხული, ზამთარი და წვიმა, მაგრამ ზოგჯერ ჰიმალაიასა და კუმაონის ბორცვებზე ძლიერი თოვლის გამო, არახელსაყრელი ამინდებია. რიგმა სამშენებლო და საგზაო პროექტებმა, რამაც გამოიწვია ასობით ძველი ხის სწრაფი მოჭრა, მნიშვნელოვნად გაამწვავა დაბინძურების  და ტემპერატურის მატების პრობლემა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღაზიაბადი-დელის კარიბჭე
ღაზიაბადი-დელის კარიბჭე
ინდიაპურამი, ღაზიაბადი
ინდიაპურამი, ღაზიაბადი

ქალაქი ღაზიაბადი დაარსდა ახ. წ. 1740 წელს ღაზი-უდ-დინის მიერ, რომელიც  მოგოლების იმპერატორ მუჰამედ შაჰის  ვაზირი იყო. მან ახლად დაარსებულ  ქალაქს  თავისი სახელი " ღაზიუდდინაგარი" დაარქვა.1864 წელს ქალაქში რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით სახელი შეამოკლეს და უწოდეს ღაზიაბადი.[6] დიდ მოგოლთა იმპერიის მმართველობის ხანაში ღაზიაბადი და განსაკუთრებით მდინარე ჰინდონის ნაპირები დიდ მოგოლთა სამეფო ოჯახის პიკნიკის ადგილს წარმოადგენდა.[7][8]

იმავე პერიოდში ქალაქში  სამეცნიერო საზოგადოების დაარსება მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება საიდ აჰმად ხანის მიერ დაწყებულ საგანმანათლებლო მოძრაობაში.

იმავე წელს გაიხსნა სინდის, პენჯაბისა და დელის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც დელის და ლაჰორს ერთმანეთთან აკავშირებს ღაზიაბადის გავლით [9]. 1870 წელს სინდის, პენჯაბისა და დელის სარკინიგზო ხაზის ამრიტსარ-საჰარანპურ-ღაზიაბადის ხაზის დასრულების შემდეგ, დელი დაუკავშირდა მულთანს ღაზიაბადის მეშვეობით, ხოლო ღაზიაბადი გახდა აღმოსავლეთ ინდოეთის რკინიგზის და სინდჰის, პენჯაბისა და დელის რკინიგზის კვანძი. ინდირაპურამი ღაზიაბადის მნიშვნელოვანი რაიონია.

ინდოეთის 1857 წლის აჯანყების შემდეგ  ღაზიაბადი  ასოცირდებოდა ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობასთან.[6]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდუიზმი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა ღაზიაბადში 72,93% მიმდევრით, მას მოსდევს 25,35% მუსლიმი, 0,41 ქრისტიანი და 0,49% სიქჰი, რომლებიც ქალაქში მიმდევრების ყველაზე მცირე პროცენტს შეადგენენ. დაახლოებით 0,07 ბუდისტი, ჯაინიზმის მიმდევრების 0,35% უმცირესობაშია. ღაზიაბადში მრავალი რელიგიური ადგილია, მათ შორის: ინდუისტების ისკონის ტაძარი, მუსლიმების ჯუმა მეჩეთი,  ქრისტიანების წმინდა სამების ეკლესია, სიქჰები შრი გურუ სიქჰ საბჰა გურუდვარა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Ghaziabad Information".. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-24. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
  2. Ghaziabad, India Page. Fallingrain Global Gazetteer. მიმართვის თარიღი 5 მაისი 2013. 11 მაისი 2013 წ..
  3. "Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above" (PDF). Provisional Population Totals, Census of India 2011. Archived (PDF) from the original on 2 April 2013. Retrieved 7 July 2012.
  4. "district and session court-ghaziabad". Ghaziabad.nic.in. Archived from the original on 14 February 2014. Retrieved 17 June 2014.
  5. UDAN flights from Hindon airport, Ghaziabad, will connect to Hubli, Jamnagar, Shimla, Kalburgi, Kannur, Nashik, Faizabad, Pithoragarh Livemint[მკვდარი ბმული]
  6. 6.0 6.1 "history1". nagarnigamghaziabad.com. Archivedfrom the original on 2 October 2015. Retrieved 14 September 2015.
  7. Roy, Debashish (14 August 2011). "Ghaziabad has a long way to go to become a part of NCR backbone". The Hindu. Archived from the original on 20 July 2014. Retrieved 12 June 2014.
  8. "[IRFCA] Indian Railways FAQ: IR History: Early Days - 1". Irfca.org. Archived from the original on 7 March 2005. Retrieved 17 June 2014.
  9. [IRFCA] Indian Railways FAQ: IR History: Early Days - 1". Irfca.org. Archived from the original on 22 September 2014. Retrieved 17 June 2014.