ქრისტიანა ნიუსლაინ-ფოლჰარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტიანა ნიუსლაინ-ფოლჰარდი
Christiane Nüsslein-Volhard

ქრისტიანა ნიუსლაინ-ფოლჰარდი 2007 წელს
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1942
დაბ. ადგილი მაგდებურგი, გერმანია
მოქალაქეობა გერმანია
საქმიანობა ბიოლოგი[1] , ბიოქიმიკოსი[1] , გენეტიკოსი[1] , ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი ტიუბინგენის უნივერსიტეტი, European Molecular Biology Laboratory, Max Planck Institute for Developmental Biology, Biozentrum University of Basel, ფრაიბურგის უნივერსიტეტი და University of Duisburg-Essen
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი[2]
ნათესავ(ებ)ი Benjamin List[3]
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[4] , ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის[5] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[6] [7] , ორდენი ბადენ-ვიუტემბერგის წინაშე დამსახურებისთვის, კარუსის მედალი, Otto Bayer Award, Ernst Schering Prize[8] , ოტო ვარბურგის მედალი[9] , ლუიზა გროს ჰორვიცის პრემია[10] , Deutscher Stifterpreis, Goethe Plaque of the City of Frankfurt, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ალფრედ სლოუნის პრემია[11] , როზენსტილის პრემია[12] , ლაიბნიცის სახელობის პრემია, გერმანული კვლევების დიდების დარბაზი, კით პორტერის სახელობის ლექცია, სერ ჰანს კრებსის მედალი, honorary doctor of the University of St Andrews, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პრისტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Fellow of the AACR Academy, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, honorary doctor of the University of Utrecht, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[13] , ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“, EMBO-ს წევრობა, Urania Medal, honorary doctor of the University of Bath, honorary doctor of the University of Tübingen, კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, Great Cross with Star and Sash of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, Louis-Jeantet Prize for Medicine[14] , Erna Hamburger Prize, Gregor Mendel Medal[15] და Mendel Medal[16]

ქრისტიანა ნიუსლაინ-ფოლჰარდი (გერმ. Christiane Nüsslein-Volhard; დ. 20 ოქტომბერი, 1942, მაგდებურგი, გერმანია) — გერმანელი მეცნიერი განვითარების ბიოლოგიის დარგში, გენეტიკოსი. ემბრიონული განვითარების ადრეული სტადიების გენეტიკური კონტროლის სფეროში აღმოჩენებისათვის 1995 წელს ერიკ ვიშაუსთან და ედვარდ ლიუისთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანა ნიუსლაინ-ფოლჰარდი დაიბადა გერმანიის ქალაქ მაგდებურგში 1942 წელს. მამამისი იყო არქიტექტორი და მისი მრავალწევრიან ოჯახში იყო ხელოვნებითა და მუსიკით დაინტერესება. 12 წლის ასაკში ქრისტიანას უკვე არჩეული ჰქონდა ბიოლოგის კარიერა. 1968 წელს დაამთავრა თიუბინგენის ებერჰარდ-კარლის უნივერსიტეტი, სადაც ბიოქიმიას სწავლობდა. 1973 იქვე დაასრულა დოქტურანტურა გენეტიკაში. ბაზელსა და ფრაიბურგში სტაჟირების შემდეგ, 1978 წლიდან ერიკ ვიშაუსთან ერთად მუშაობდა ჰაიდელბერგში, ევროპული მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში. 1981 დაბრუნდა თიუბინგენში, სადაც იყო მაქს-პლანკის განვითარების ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი 1985 წლიდან 2015 წლამდე.[17][18]

ჰაიდელბერგში ნიუსლაინ-ფოლჰარდი და ვიშაუსი წელიწადზე მეტხანს მუშაობდნენ დროზოფილას ტიპის ბუზების 40 ათასი ოჯახის წარმომადგენლის შეჯვარებაზე და იკვლევდნენ მათ გენეტიკას. ცდისა და შეცდომის მეთოდის გამოყენებით მათ დაადგინეს, რომ ბუზის 20 ათასი გენიდან დაახლოებით 5000 იყო მნიშვნელოვანი და 140 იყო აუცილებელი ადრეული განვითარებისთვის. მათ ბუზის ემბრიონული განვითარების საჭიროებისთვის გამოყვეს სამი გენეტიკური კატეგორია: ე.წ. gap-გენები, რომელიც პასუხისმგებელი იყო სხეულის ფორმირებაზე თავი-კუდის ღერძზე; pair-rule-გენები, რომლებიც განსაზღვრავდა სხეულის სეგმენტურობას; და სეგმენტური პოლარობის (segment-polarity) გენები, რომლებიც აკონტროლებდა თითოეულ სეგმენტში სტრუქტურების განმეორებადობას. 1990-იანი წლების დასაწყისში ნიუსლაინ-ფოლჰარდმა დაიწყო თევზ დანიო-რერიოს განვითარების მაკონტროლებელი გენების კვლევა. კობრისებრთა ოჯახის ეს თევზი განვითარების ბიოლოგიაში იდეალური ექსპერიმენტული მოდელია, ვინაიდან სწრაფად მრავლდება, ახლოს დგას სხვა ხერხემლიანებთან, ხოლო მისი ემბრიონი გამჭვირვალეა. ნიუსლაინ-ფოლჰარდი იკვლევდა თევზის ემბრიონებში უჯრედების მიგრაციას მათი თავდაპირველი ადგილსამყოფელიდან დანიშნულების საბოლოო ადგილამდე. ამ კვლევებმა ნათელი მოჰფინა ადამიანის განვითარებასა და ნორმალური ფიზოლოგიური პროცესების რეგულირებაში მონაწილე გენების და უჯრედული ფაქტორების როლს.[17][18]

1995 წელს ნიუსლაინ-ფოლჰარდმა, ვიშაუმ და ლიუისმა მიიღეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში. ნიუსლაინ-ფოლჰარდს ასევე მიღებული აქვს ლაიბნიცის პრემია (1986) და ალბერტ ლასკერის ჯილდო ბაზისური მედიცინის კვლევებში (1991). გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის: „დანიო-რერიო: პრაქტიკული მიდგომები“ (Zebrafish: A Practical Approach, 2002; თანაავტორი რალფ დამთან ერთად) და „სიცოცხლის დასაბამი: როგორ მართავენ გენები განვითარებას“ (Coming to Life: How Genes Drive Development, 2006).[17][18]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Czech National Authority Database
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #120065916 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung
  4. Christiane Nüsslein-Volhardორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის.
  5. 1991 WinnersLasker Foundation.
  6. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1995/nusslein-volhard-bio.html
  7. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  8. https://scheringstiftung.de/en/programm/lebenswissenschaften/ernst-schering-preis/ernst-schering-preis-1993/
  9. http://otto-warburg-medaille.org/index.php/previous-award-winners.html
  10. https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees/2000-1991-awardees
  11. GM Cancer Previous Prize Winners
  12. https://www.brandeis.edu/rosenstiel/rosenstiel-award/past.html
  13. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 264.
  14. https://www.jeantet.ch/en/prix-louis-jeantet/laureats/1992-en/professeure-christiane-nusslein-volhard/
  15. https://www.leopoldina.org/en/press-1/press-releases/press-release/press/2902/
  16. https://genetics.org.uk/medals-and-prizes/genetics-society-medals-and-lectures/mendel-medal/
  17. 17.0 17.1 17.2 Christiane Nüsslein-Volhard, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 15 თებერვალი, 2020.
  18. 18.0 18.1 18.2 Christiane Nüsslein-Volhard, Nobel Media AB. ნანახია 15 თებერვალი, 2020.