ქორეთის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქორეთის მაცხოვრის ეკლესია
Qoreti church (33).jpg

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი საჩხერის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. ქორეთი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
თარიღდება 1001 წ.
დეტალები
სიგრძე 7.82 მ.
სიგანე 4, 27 მ.
მასალა თლილი ქვა, კირი, კრამიტი

ქორეთის სამების ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში.

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა (ზომები დაახლოებით 7, 82 სმ. X 4, 27 სმ.). ეკლესიას სამხრეთით კარიბჭე და მის აღმოსავლეთით სამწირველო აქვს მიჩენებული, ხოლო დასავლეთით — ოთახი. ბაზილიკის დასავლეთით საქალებოა მიშენებული. აშენებულია თლილი ქვისა და კირისგან, გადახურულია კრამიტით,შიგნით, საკურთხეველი ძირს ოთხკუთხაა, ხოლო 3,5 არშინის სიმაღლეზე კუთხეებში კედლიდან კედელზე კამარაა გადაყვანილი. კამარიდან ზევითკენ კედელი მრგვალდება. ეკლესიას კარი სამხრეთით და დასავლეთით აქვს, სარკმლები - აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. დასავლეთით და სამხრეთით სარკმლები ამოშენებულია, ხოლო კარნიზები ჩუქურთმებითაა შემკული. კარიბჭის თაღი ჯვრითა და სხვა სახეებით შემკული ქვებისგანაა გამოყვანილი. ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის შენობებში ჩუქურთმიანი ქვების ნატეხებია ჩაშენებული: კარიბჭეს კამარის მარჯვენა ნაწილში გარედან ქვის ნატეხი აქვს დატანებული, რომელიც ყურძნის მტევნებითაა შემკული. ასეთივე ნატეხი დატანებული აქვს ძირშიც. როგორც ჩანს, აღნიშნული ნაწილები კარიბჭის განახლების დროს გადატანილი კარიბჭის ნაწილებია.

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია მოხატულია და საკურთხევლისა და შუა ეკლესიის მაღლით ნაწილში კარგადაა შემონახული, სხვა ადგილებში კი დაზიანებული. საკურთხევლის კონქში მდიდრულად მორთულ ტახტზე მჯდომარე მაცხოვარია დახატული, რომელიც მარჯვენათი აკურთხებს, ხოლო მარცხენათი გაშლილი წიგნი უჭირავს მუხლზე. მაცხოვრის მარჯვნივ გამოსახულია მდგომარე ღვთისმშობელი ანგელოზით, მარცხნივ კი ნათლისმცემელი ასევე, ანგელოზთან ერთად.

შუა ეკლესიაში თარზე 8 ხატია, სამხრეთის კედელზე — 4, ჩრდილოეთისაზე — 4. კარგად შემონახულია ჩრდილოეთის კედლის მეორე რიგი, სადაც დახატული არიან ცხენზე მჯდომარე წმ. გიორგი (აღმოსავლეთ ნაწილში) და წმ. ესტატე (დასავლეთ ნაწილში). შუა პილიასტრზე მაღლა 4 წმინდანია გამოსახული. დასავლეთის კედელზე მხოლოდ ჩრდილოეთის კედელთან ახლო მხატვრობაა შემორჩენილი.

2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ქორეთის მაცხოვრის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოჭორიძე, გ. (1995). იმერეთის ისტორიული ძეგლები. „მეცნიერება“, თბილისი. გვ, 131-137. ISBN 5-520-01575-9.

რესურსები ინეტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]