ქობულეთის მუზეუმი
ა(ა)იპი ქობულეთის მუზეუმი | |
---|---|
დაარსდა | 18 მაისი, 2012 |
მდებარეობა | დავით აღმაშენებლის ქ. №100, ქობულეთი |
სტატუსი | ისტორიული და კულტურული |
ექსპონატი | 10 000 |
ოფიციალური საიტი | kobmuzeu.ge |
ქობულეთის მუზეუმი — მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საქართველოში, ქალაქ ქობულეთში. დაარსდა 2012 წლის 18 მაისს ქობულეთის კულტურის ცენტრის სამუზეუმო საქმეთა განყოფილების ბაზაზე.
ქობულეთის მუზეუმში დაცულია 10 000-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატი: ფლორისა და ფაუნის, არქეოლოგიური, ნუმიზმატური, შუა საუკუნეების ხელოვნების, ეთნოგრაფიული, სოციალისტური რეალიზმის ნიმუშები, ფოტოდოკუმენტაციური მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები და სხვ.
მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატებიდან აღსანიშნავია სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში ქვის ხანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილი შრომითი და ყოფითი ნივთები, კოლხური კულტურის ნიმუშები, ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV საუკუნეების კოლხურ და ელინურ სამაროვნებში აღმოჩენილი სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაკეთობები, სამკაულები, ანტიკური ამფორები, მონეტები და სხვ. მუზეუმში ასევე დაცულია XVIII-XIX საუკუნეებში ე.წ. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი, ასევე ისპანის ტორფნარში ნამარხი რელიქტური ტყის ნაშთები.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუზეუმის შესახებ. ქობულეთის მუზეუმი