ისპანი II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისპანი II — სფაგნუმიანი ტორფნარიანი ჭაობი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდებარეობს ბათუმიდან 28 კილომეტრში, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ფარგლებში.

1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა. ტორფნარი ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს, ნამოსახლარებს, რომელიც თარიღდება ძვ. წ. IV-III საუკუნეებით.

ისპანის ტორფნარი ჟანგბადის ამოუწურავი წყაროა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირბადის წარმოქნის ციკლში. ისპანის ტორფნარი ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს. სფაგნუმის ხავსი ისრუტავს წყალს, რის გამოც მის მოცულობასთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობის წყლის დატევა შეუძლია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]