შინაარსზე გადასვლა

ქვემო ჯომაღის მეოთხე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ჯომაღის მეოთხე კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჯომაღაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფიქალით, ფლეთილი ქვით და კირის დუღაბით. მისგან შემორჩა ხუთი სართული. დასავლეთიდან მეორე სართულზე თაღოვანი კარია გაჭრილი. აღმოსავლეთი კედელი მთლიანად ჩამოქცეულია.

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004