ქვემო სბის ზურგიანი კოშკი
იერსახე
ქვემო სბის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, საფორტიფიკაციო ნატებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სბაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ზურგიანი კოშკი ნაგებია საშუალო ზომის ფლეთილი ქვით. წყობა მშრალია, ქაოსური. შემორჩა სამი სართული. ზურგი ჩრდილოეთიდან აქვს. დასავლეთი კედელი მთლიანად მონგრეულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004