ქვემო დმენისის წმინდა მარინეს ეკლესია
იერსახე
ქვემო დმენისის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო დმენისში, ვალთიყაუს უბანში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით შვერილი, ნახევარწრიული წახნაგოვანი აბსიდით.
ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლებ-ის ნაწილები, რომელთა სიმაღლე ზოგან 4 მეტრია, ზოგან უფრო ნაკლები.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების შემორჩენილ ნაწილებზე ორსაფეხურიანი პილასტრის ფრაგმენტებია. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 188-189