ქერიაანთკარის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქერიაანთკარის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერიაანთკართან ახლოს, ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე აბანოსხევის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია XlX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (5,4 x 3,8 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნაგები ქვით. კონქი და კამარა ჩანგრეულია. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში დაბალი, სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რომელიც დარბაზისგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სარკმელი სწორკუთხაა და გარეთკენ ვიწროვდება. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. მოგვიანებით ეკლესიის გადახურვა ხის კონსტრუქციებით განუახლებიათ და თუნუქით გადაუხურავთ. შემორჩენილია გადახურვის ხის ძელები და თუნუქის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]