შინაარსზე გადასვლა

ქეთა თოფურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეთა თოფურია

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 9 სექტემბერი, 1986
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
წარმოშობა საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
ლეიბლ(ებ)ი Veter Entertainment
Real Records
ქეთა თოფურია ვიკისაწყობში

ქეთევან (ქეთა) თოფურია (დ. 9 სექტემბერი, 1986, თბილისი) — რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტი.

მისი მამა, ამჟამად გარდაცვლილი[1], ანდრო თოფურია იყო კანონიერი ქურდი[2], ხოლო დედა – ნატალია თოფურია — ინჟინერ–ქიმიკოსი[3]. ქეთას მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა. 1998 წელს დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა, ხოლო 2003 წელს  — მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ ა-სტუდიოსაგან იმის თაობაზე, რომ შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს ის წარადგინეს ა-სტუდიოს ახალ ვოკალისტად, რითაც ამჟამადაცაა დაკავებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]