შინაარსზე გადასვლა

ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაცია (ქსდფ) — ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წელს პარიზში, აქტიური იყო ცივი ომის დროს. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ე. კოტონი. ორგანიზაცია იყო საბჭოთა კავშირის ინტერესების გამტარი, ამიტომ აკრძალულ იქნა საფრანგეთში და მისი ოფისი გადავიდა აღმოსავლეთ ბერლინში. 1986 წელს ქსდფ-ში შედიოდა ქალთა ორგანიზაციები მსოფლიოს 117 ქვეყნიდან. გამოსცემდა ყოველკვარტალურ ჟურნალს „მსოფლიოს ქალები“. ცივი ომის დასრულების შემდეგ დაკარგა თავისი დანიშნულება, მნიშვნელობა და დამფინანსებლები. ამჟამად ფუნქციონირებს ამავე სახელით, სათაო ოფისით ბრაზილიაში.